პარლამენტმა „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

დღეს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ განხილვა და კენჭისყრა გაიმართა. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, 84 ხმით 30-ის წინააღმდეგ, კანონი მესამე მოსმენითაც მიიღო.

პარალელურად, პარლამენტთან აქცია გრძელდება, რომლის მონაწილეებიც მთავრობის მიერ „რუსული კანონის“ მიღებას აპროტესტებენ.

კანონპროექტი ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება. თუმცა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას ვეტოს დაადებს.