2014 წლის 2 ოქტომბერს პაშა ბანკის, რომელიც წარმოადგენს სრული კორპორატიული საბანკო მომსახურების ბანკს, ფინანსური მხარდაჭერით საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნულმა კომიტეტმა საქართველოში რიგით მეშვიდე საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ვიცე-პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი. პაშა ბანკი საქართველოს კომერციული დირექტორი გოგა ჯაფარიძე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა დამსწრეთა წინაშე.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: ფოთის პორტის გაფართოება, შემოსავლების სამსახურის საქმიანობა ბიზნესთან მიმართებაში და ახალი სავიზო რეჟიმი.
საკონსულტაციო საბჭო ერთადერთი და გამორჩეული ორგანოა საქართველოში ბიზნეს ორგანიზაციებს შორის, რომლის შემადგენლობაშიც შედის რვა ელჩი, სამი საერთაშრისო საფინანსო ინსტიტუტის თავმჯდომარე და ორი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის შემდეგ დიპლომატები რეგულარულად კომუნიკაციას ახდენენ მთავრობასთან, რათა მაქსიმალური შედეგი იქნეს მიღწეული ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის.
საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმხსვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს ასიათასობით ბიზნესსა და სავაჭრო პალატას. პალატა რეგულარულად მართავს შეხვედრებს მსოფლიო დონეზე G8, G20, მსოფლიო ბანკთან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან (WTO), მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან (WCO) და გაეროსთან. საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატა აერთიანებს 16 ბიზნეს ორგანიზაციას, 100-მდე ბიზნეს კომპანიას და უნივერსიტეტებს.
„ჩვენ წელიწად-ნახევრის წინ დავიწყეთ საქმიანობა საქართველოში და ამ დროის განმავლობაში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნულ კომიტეტთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. პაშა ბანკი მხარს უჭერს მათ მისიას, ხელი შეუწყონ საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას,“ განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკი საქართველოს კომერციულმა დირექტორმა.
“ მსურს, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო მათ იმ სამუშაოებისთვის, რასაც ისინი საქართველოში ატარებენ,“ – განაცხადა გოგა ჯაფარიძემ.
დატოვე კომენტარი