მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე “ძლიერი” პასპორტი სინგაპურის მოქალაქეებს აქვთ, ვინაიდან მათ 159 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მიმოსვლა. აღნიშნული სიის TOP 5-ში ასევე მოხვდნენ გერმანია, შვედეთი, სამხრეთ კორეა და დანია.
“პასპორტის ინდექსით”, მხოლოდ ყველაზე ძლევამოსილი ქვეყნების პასპორტების გაგება არაა შესაძლებელი, ამიტომ ჩვენი ყურადღება ამ შემთხვევაში ყველაზე სუსტი პასპორტების მქონე ქვეყნებზე შეჩერდა. შეგახსენებთ, რომ ჩამონათვალში რანჟირება უვიზოდ გადაადგილების მიხედვით ხდება.
იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის პასპორტითაც უვიზოდ ყველაზე ცოტა ქვეყანაში შეგიძლიათ გადაადგილება, შემდეგნაირად გამოიყურება:
1) ავღანეთი – 22 ქვეყანა
2) ერაყი – 26 ქვეყანა
3) პაკისტანი – 26 ქვეყანა
4) სირია – 29 ქვეყანა
5) სომალი – 34 ქვეყანა
6) ბანგლადეში – 35 ქვეყანა
7) იემენი – 35ქვეყანა
8) სუდანი – 36 ქვეყანა
9) ირანი – 36 ქვეყანა
10) ნეპალი – 36 ქვეყანა
11) შრი ლანკა – 36 ქვეყანა
12) ლიბანი – 37 ქვეყანა
დატოვე კომენტარი