საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16-ე ადგილზეა მსოფლიო ბანკისა და PwC-ის Paying Taxes 2019 ერთობლივი ანგარიშის თანახმად, რომელიც ახდენს ქვეყნების შედარებას იმის მიხედვით, თუ რამდენად მარტივია საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში ყოფნა. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია 6 საფეხურით გაუმჯობესდა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველო და იტალია საუკეთესო მაგალითებია საგადასახადო მობილიზების კუთხით მიღწეული პროგრესით.
Paying Taxes აფასებს, თუ როგორ ურთიერთქმედებს საშუალო ბიზნესის მქონე ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია საგადასახადო სისტემებთან 190 ქვეყნის ეკონომიკაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იგი აფასებს არა მხოლოდ გადახდილი გადასახადის თანხის ოდენობას, არამედ იმას, თუ რამდენი ხანი სჭირდება კომპანიას საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად. ამასთან კვლევა მოიცავს იმ დროს, რაც საჭიროა ძირითადი გადასახადების დეკლარაციების მოსამზადებლად, საგადასახადო სტრუქტურაში წარსადგენად და გადასახადის გადასახდელად.
Paying Taxes 2019-ის მონაცემების მიხედვით, კვლევაში მონაწილე კომპანიას საქართველოში ესაჭიროება 220 საათი საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად (49 საათით ნაკლები გასულ წელთან შედარებით). აღნიშნული კომპანია ახორციელებს 5 გადახდას (იგივე რაც გასულ წელს), ხოლო გადასახადის წილი მთლიან შემოსავალში შეადგენს 9.9%-ს.
დატოვე კომენტარი