PayPal-ი აცხადებს, რომ 4 მილიარდ დოლარს დახარჯავს კომპანია Honey-ის შესაძენად და აღნიშნავს, რომ ეს ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი შენაძენია. Honey-ი არის ონლაინპლატფორმა, რომელიც ადამიანებს, სარფიანი გარიგებების აღმოჩენით, ფულის დაზოგვის საშუალებას აძლევს.
პლატფორმა Honey-ი შარშან გამოჩნდა ფორბსის სტარტაპების სიაში. 2018 წელს მისმა შემოსავლმა 100 მილიონი დოლარი შეადგინა. Honey-ი მოგებიანი იყო წმინდა მოგების თვალსაზრისითაც.
“Honey-ი არის PayPal-ის ისტორიაში ყველაზე დიდი შენაძენი. ეს არის სერვისების ყველაზე ფართო პორტფელი, რომელიც მომხმარებლებს უმარტივებს ვაჭრობას”, – განაცხადა დენ შულმანმა, PayPal-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.
Honey-ი პრომო კოდებისა და ვაუჩერების მეშვეობით მომხმარებელს აძლევს საშუალბას დაზოგონ ფული ონლაინვაჭრობის დროს და თავლყური ადევენონ სასურველ პროდუქტზე ფასდაკლებებს. აღსანიშნავია, რომ პლატფორმას 17 მილიონ ადამიანზე მეტი მომხმარებელი ყავს თვეში და 30 000-ზე მეტ საცალო მაღაზიასთან თანამშრომლობს.
კომპანია Honey-ი დაფუძნებულია ლოს-ანჯელესში 2012 წელს. აღსანიშნავია, რომ PayPal-მა გასულ წელს 2.2 მილიარდ დოლარად შეიძინა შვედური ფინტექ სტარტაპი.
წყარო: Forbes
დატოვე კომენტარი