მილიონერმა ბიზნესვუმენმა, მომღერალმა, მსახიობმა და რეალიტი-ვარსკვლავმა პერის ჰილტონმა, ვირტუალურ ონლაინსამყაროში კუნძული შექმნა, სახელწოდებით Paris World-ი, სადაც ვიზიტორებს Beverly Hills-ზე მისი უძრავი ქონებისა და ძაღლის სასახლის ციფრული ვერსიების დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ. მსურველები ასევე ბილიკზე გაისეირნებენ, რომელიც ჰილტონისა და მისი მეუღლის, კარტერ რუმის ქორწილითაა შთაგონებული და კუნძულს მდიდრული სპორტული მანქანით ან Sunray-ის იახტით დაათვალიერებენ.
სხვა ვირტუალური თავშეყრის ადგილების მსგავსად, Paris World-იც, ვირტუალური ტანსაცმლის შესაძენად ან ჯეტ-თხილამურებით მგზავრობის დასაჯავშნად, მცირე გადასახადს მოითხოვს. ჰილტონმა, რომელიც დღეში მილიონ დოლარს ხარჯავს, მუშაობს დი-ჯეიდ და ატარებს წვეულებებს ჩინეთში, დუბაისა და კუნძულ იბიცაზე, ახალი წლის ღამეს ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს თავის ვირტუალურ კუნძულზეც უმასპინძლა.
40 წლის მილიონერი იმ ცნობილ ადამიანთა და ბრენდთა სიას შეუერთდა, რომელთაც საკუთარი ბიზნესის განვითარება ახლა უკვე ვირტუალურ სამყარო მეტავერსში გადაწყვიტეს. შეგახსენებთ, რომ Tommy Hilfiger-მა ციფრული მზა ტანსაცმლის ხაზი Roblox-ის ავატარებისთვის უკვე გამოუშვა, ხოლო Nike-მა ნოემბერში ვირტუალური სამყარო Nikeland-ი შექმნა. რეპერებმა Lil Nas X-მა და Travis Scott-მა კი, გასულ წელს, მილიონობით მსმენელისთვის ვირტუალური კონცერტები გამართეს.
დატოვე კომენტარი