ფარმაცევტული კომპანიები Pfizer-ი და BioNTech-ი იაპონიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთობლივ შემოწმებას იწყებენ. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. როგორც ცნობილია, კვლევაში 20-დან 85 წლამდე ასაკის 160 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ Pfizer-მა განაცხადა, რომ ის 2021 წლის პირველი ნახევრისთვის იაპონიას 120 მილიონი დოზა ვაქცინით მოამარაგებს. თავის მხრივ იაპონიის მთავრობა პირობას დებს, რომ ის მოსახლეობის ვაცინაციას უზრუნველყოფს მომავალი წლის შუა პერიოდისთვის.
Pfizer-ი გერმანულ კომპანია BioNTech-თან ერთად უკვე თვეებია მუშაობს კორონავირუსის ვაქცინაზე. როგორც ელოდებიან მიმდინარე თვეში უკვე ცნობილი გახდება, იქნება თუ არა მათი ვაქცინა ეფექტური. თუმცა, მომავალ თვემდე არ იქნება ცნობილი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე კვლევის შედეგები, რომელშიც 44 000 ადამიანი მონაწილეობს და რომლის მონაცემებიც აუცილებელია დასკვნის გასაკეთებლად, რომ ვაქცინა უსაფრთხოა.
აღსანიშნავია, რომ იაპონიაში მიმდინარე თვეს ასევე აღდგა AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინის კლინიკური შემოწმების პროცესიც. შემოწმება ცოტა ხნით შეჩერებული იყო, ვინაიდან მასში მონაწილე ერთ-ერთ მოხალისეს გარკვეული დაავადება გამოუვლინდა.
დატოვე კომენტარი