Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინის კლინიკური შემოწმების პროცესი წინ მიიწევს. ამის შესახებ BioNTech-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა უგურ საჰინმა განაცხადა. მისივე თქმით, ისინი თავიდანვე გაცხადებულ მიზანს უახლოვდებიან და მიმდინარე თვეს უკვე შეძლებენ წარმოადგინონ პირველადი მონაცემები, იმუშავებს თუ არა ვაქცინა კორონავირუსზე. თუ მართლაც ეს ასე მოხდა, მაშინ მარეგულირებელი სამსახური მისი დამტკიცების პროცედურებს დაიწყებს.
ამ ორ ფარმაცევტულ კომპანიას აქვთ პოტენციალი რომ გახდნენ პირველები, რომლებიც ოფიციალურად დაარეგისტრირებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას.
შეგახსენებთ, კორონავირუსის ვაქცინაზე ათობით კომპანია მუშაობას, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე მათგანია მოწინავე პოზიციაზე. მიმდინარე კვირას კომპანიებმა Eli Lilly & Co-მ და Johnson & Johnson-მა განაცხადეს, რომ ისინი აჩერებენ კვლევას ვაქცინაზე და პოტენციურ თერაპიულ საშუალებებზე უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
დატოვე კომენტარი