საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) გენერალურმა მდივანმა, ჯონ დენტონმა ფადი ასლი მის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
ფადი ასლი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში დიდი გამოცდილების მქონე ბიზნესმენია. რეგიონში მისი ბიზნესი 1990 წლიდან მოყოლებული ოპერირებს. ასლი “საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში“ და “ჩენელ ჯორჯია ქონსალთინგი“-ს თავმჯდომარე და სხვადასხვა მულტინაციონალურ ჯგუფების მრჩეველია.
“მაქვს პატივი ვიყო გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი; ჩემი ამოცანაა ხელი შევუწყო საერთაშორისო სავაჭრო პალატის ქსელის გაფართოებას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში და ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას რეგიონში“, – განაცხადა ფადი ასლიმ.
ცნობისთვის, საერთაშორისო სავაჭრო პალატა 100-ზე მეტ ქვეყანაში 45 მილიონზე მეტი კომპანიისა და პალატის ინსტიტუციური წარმომადგენელია. საერთაშორისო სავაჭრო პალატის ძირითადი მისიაა საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობით ბიზნესის კეთება ყველასთვის, ყოველ დღე და ყველგან პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევით, რეგულირებისადმი გლობალური მიდგომებითა და დავების გადაწყვეტის სერვისებით. საერთაშორისო სავაჭრო პალატა გლობალურ დონეზე რეგულარულად უწევს კონსულტაციას G8-ს, G20-ს, მსოფლიო ბანკს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასა და გაეროს.
დატოვე კომენტარი