ფასიანი ქაღალდებიდან Bank of America-ს არარეალიზებული ზარალი $131.6 მილიარდამდე გაიზარდა

ფასიანი ქაღალდებიდან Bank of America-ს არარეალიზებული ზარალი $131.6 მილიარდამდე გაიზარდა

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, ფასიანი ქაღალდებიდან Bank of America-ს არარეალიზებული ზარალი $131.6 მილიარდამდე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, როგორც ბანკში პროგნოზირებენ, პორტფელი რეალურ ზარალს გრძელვადიან პერიოდში არ ნახავს.

არარეალიზებული ზარალი ინვესტორების მხრიდან გაძლიერებული შესწავლის ობიექტად მარტის შემდეგ იქცა. მარტში, Silicon Valley Bank-ის მიერ თავისი პორტფელის მნიშვნელოვანი ზარალით გაყიდვამ, ბანკის კოლაფსი, სექტორში კი, 2008 წლის ფინანსური კრიზის შემდეგ, ყველაზე დიდი არეულობა გამოიწვია.

ანალიტიკოსების შეფასებით, სამომხმარებლო დეპოზიტებითა და უფრო მაღალი კაპიტალით არსებული ძლიერი ლიკვიდურობიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ Bank of America ფასიან ქაღალდებს ზარალით გაყიდის. ფასიანი ქაღალდების დაფარვის ვადამდე შენახვა კი ბანკს mark-to-market (საბაზრო ფასებზე მიბმის მეთოდი) ზარალის თავიდან აცილების საშუალებას მისცემს.

ნაკლებად სარისკო ფასიანი ქაღალდების შესაძენად, ბანკები „ვადამდე დაკავების“ (held-to-maturity) მეთოდს იყენებენ, რაც მათთვის აქტივების ბაზრის ვარდნით გამოწვეული კაპიტალის დანაკარგის სიხშირესა და მოცულობას ამცირებს. იმ ფაქტის მიუხედავადაც, რომ საპროცენტო განაკვეთის პირობებში ფასიანი ქაღალდების ფასის შეზღუდული ზრდის პოტენციალი არსებობს.

Bank of America-ს ფინანსური დირექტორის, ალასტერ ბორთვიკის ინფორმაციით, არარეალიზებული ზარალი სრულად სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებზეა, გადახდის ვადამდე მათი შენარჩუნებით კი ბანკში იმედოვნებენ, რომ დროთა განმავლობაში ზარალი აღარ ექნებათ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, ფასიანი ქაღალდებიდან Bank of America-ს ზარალმა $106 მილიარდი შეადგინა. Bank of America, რომელიც აშშ-ში სიდიდით მეორე კრედიტორია, held-to-maturity ფასიანი ქაღალდები, მესამე კვარტალის $614 მილიარდიდან, $603 მილიარდამდე შემცირდა.