ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობა იცვლება. ეროვნული ბანკის ბრძანებით, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, საბროკერო კომპანიის მიერ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგების წარუდგენლობა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. არასწორი ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში პირი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 300 ლარის ოდენობით.
დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2,000 ლარის ოდენობით.
პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარს შეადგენს.
საბროკერო კომპანია და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას დაჯარიმდება 5,000 ლარით.
შესაბამისი პროგრამული (ელექტრონული) სისტემის არქონის შემთხვევაში ჯარიმა 20,000 ლარია.
დატოვე კომენტარი