"ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ მიერ ჩატარებული ახალი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, რომ საზოგადოება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მეცნიერების უფრო მეტად ჩართვას ითხოვს

"ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ მიერ ჩატარებული ახალი  საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, რომ საზოგადოება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მეცნიერების უფრო მეტად ჩართვას ითხოვს
  • გამოკითხულ ზრდასრულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ მეცნიერებას შეუძლია გადაჭრას კრიტიკული და გლობალური გამოწვევები.
  • თუმცა, რესპონდენტების მხოლოდ ნახევარი მიიჩნევს, რომ მმართველი ორგანოები წარმატებით იყენებენ მეცნიერებას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

“ფილიპ მორის ინტერნეიშენალმა“ დღეს გამოაქვეყნა კვლევის ანგარიში სახელწოდებით “მეცნიერების უპირატესობის მხარდასაჭერად“ (In Support of the Primacy of Science), რომელიც იკვლევს საერთაშორისო დამოკიდებულებას მეცნიერების როლის მიმართ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ბიზნესსექტორსა და პოლიტიკის გატარებაში.  ანგარიში წარმოადგენს დამოუკიდებელი კვლევის მიგნებებსა და შედეგებს, რომელიც ჩაატარა საკონსულტაციო კომპანია Povaddo-მ, „ფილიპ მორისის“ დაკვეთით და გამოიკვლია 19 ათასზე მეტი ზრდასრული და მოიცვა 19 ქვეყანა და ტერიტორია. კვლევის შედეგები უჩვენებს, რომ მოქალაქეებს, მთელი მსოფლოს გარშემო, სურთ მმართველმა ორგანოებმა და ბიზნესსექტორმა უპირატესობა მიანიჭონ მეცნიერებასა და დადასტურებულ ფაქტებს, როდესაც ცდილობენ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას.

გამოვლენილმა გლობალურმა ტენდენციამ დაადასტურა, რომ საზოგადოებაში მეცნიერების მიმართ რწმენა მაღალია. გამოკითხული ადამიანების უმეტესობა (77%) იმედოვნებს, რომ მეცნიერული გარღვევების შედეგად გადაიჭრება საზოგადოების არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. ამავე მიდგომით, გამოვლინდა მყარი ინტერესი იმისა, რომ ბიზნესის სექტორმა პრიორიტეტი მიანიჭოს მეცნიერებას – რესპონდენტების 90% აცხადებს რომ მნიშვნელოვანია ბიზნესმა უწყვეტად განაგრძოს ინვესტირება მეცნიერების დარგებში, წარმოებული პროდუქციის გასაუმჯობესებლად.

მიუხედავად მსგავსი პოზიტიური დამოკიდებულებისა, რესპონდენტების თითქმის ნახევარი (47%) მიიჩნევს, რომ საზოგადოება არასაკმარის მნიშვნელობას ანიჭებს მეცნიერებას. ამ ორად გაყოფილი მოსაზრების გარდა, კვლევის ანგარიში ასევე გამოავლენს მარეგულირებელი ორგანოების მიერ მთავარი ფოკუსის მეცნიერებისაკენ წარმართვის საჭიროებას, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მაშინ როდესაც რესპონდენტების ნახევარს (51%) სჯერა, რომ „მათი მთავრობა წარმატებით უზრუნველყოფს მეცნიერებისა და მტკიცებულებების ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.“

“მეცნიერებას შეუძლია მნიშვნელოვანი მიღწევებით დაეხმაროს ჩვენს კოლექტიურ ძალისხმევას გადავჭრათ მსოფლიოს ყველაზე გადაუდებელი პრობლემები“ – აცხადებს მოირა გილქრისტი, PMI-ს სტრატეგიისა და სამეცნიერო კომუნიკაციის ვიცე-პრეზიდენტი. „სამწუხაროდ, მმართველი ორგანოები და ფართო საზოგადოება ჯერ ისევ არ იყენებს მეცნიერებას თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმით, როგორც ეს უახლესმა გლობალურმა კვლევამ გვიჩვენა. გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ფაქტებისა და მტკიცებულებებისათვის პრივილეგირებული ადგილის მინიჭებით  – იდეოლოგიის, პოლიტიკისა და უსაფუძვლო რწმენების ნაცვლად – გავამართლებთ საზოგადოების წევრების იმედებს, რომლებიც მოელიან, რომ მეცნიერება იქნება ჩართული იმ გადაწყვეტილებების მიღების შუაგულში, რომლებიც პირდაპირ შეეხება მათ და მათ მომავალს.“  

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ადამიანების წვდომა დაზუსტებულ მეცნიერულ ინფორმაციაზე არც თუ ისე გარანტირებულია დღესდღეობით, რასაც ადასტურებს რესპონდენტთა თითქმის ნახევრის განცხადება, რომ უძნელდებათ საიმედო ინფორმაციის მოპოვება სამეცნიერო მიღწევებსა და შესაბამის კვლევებზე.

“ეს მიგნება შემაშფოთებელია და გზავნის მკაფიო სიგნალს ბიზნესის, მედიისა და მმართველი ორგანოებისათვის, რომ დაზუსტებული სამეცნიერო ინფორმაციის მიწოდება უნდა რჩებოდეს მნიშვნელოვან პრიორიტეტად,“ დასძენს დოქტორი გილქრისტი. „როდესაც საიმედო სამეცნიერო ინფორმაცია დეფიციტშია,  მის ადგილს და უფრო მეტ სივრცესაც იკავებს დეზინფორმაცია, ვარაუდები და ჭორები, რაც მნიშვნელოვნად უშლის ხელს ადამიანების მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას.“

PMI გადის ფუნდამენტური ტრანსფორმაციის პროცესს, რომელიც გულისხმობს მეცნიერებითა და ტექნოლოგიით მართულ კომპანიად გარდაქმნას და მიზნად ისახავს უკვამლო მომავლის უზრუნველყოფას. საჭირო რეგულაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების დახმარების მეშვეობით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ მიზნის მიღწევა ბევრ ქვეყანაშია შესაძლებელი მომავალი 10-15 წლის განმავლობაში. ამ ვალდებულების შესრულების საქმეში მეცნიერება უმთავრეს ადგილს იკავებს. 2008 წლიდან მოყოლებული, PMI-მ განახორციელა მილიარდობით დოლარის ინვესტიცია, რათა შეექმნა, შეემოწმებინა და ეწარმოებინა თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები, იმ მწეველებისათვის, რომლებიც სხვა შემთხვევაში გააგრძელებდნენ სიგარეტის მოწევას. ეს პროდუქტები შედეგია კომპანიის კვლევისა და განვითარების (R&D) განყოფილების თითქმის ორი ათეული წლის მუშაობისა, რომელმაც გაიარა მკაცრი სამეცნიერო შემოწმების პროგრამა ისეთი გუნდის ხელმძღვანელობით, რომელიც ამჟამად აერთიანებს 430-ზე მეტ მსოფლიო დონის წამყვან მეცნიერსა და ექსპერტს. ჩვენ საშუალებას ვიძლევით ჩვენმა სამეცნიერო მიგნებებმა და მეთოდებმა გაიარონ ზედმიწევნითი შემოწმება, ვიწვევთ დამოუკიდებელ მკვლევარებს შეისწავლონ ჩვენი პროდუქცია და ხელს ვუწყობთ ფართო და მეცნიერებაზე დაფუძნებულ დიალოგს, მარეგულირებელი ორგანოების, სამეცნიერო სფეროებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენელთა ჩართულობით, ამ უკეთესი ალტერნატიული პროდუქციის განხილვის მიზნით  და მათი როლის გამოსავლენად თამბაქოს კონტროლისა და ზიანის შემცირების პროცესში.

სამეცნიერო საზოგადოების როლი საქართველოს საკანონდებლო სივრცეში 

2019 წლის ბოლოს საქართველოს თამბაქოს კონტრლის კანონში ცვლილებები შევიდა და მასში გახურებადი თამბაქოს შესახებ ჩანაწერი გაჩნდა, რომლითაც მკვეთრად განისაზღვრა განსხვავება ტრადიციულ სიგარეტსა და გახურებადი თამბაქოს კატეგორიას შორის. კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საქართველო კვამლისგან თავისუფალი მსოფლიოს ნაწილი გახდა. თუმცა მსოფლიო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ თამბაქოს რეგულირების ნაწილში მეცნიერების ბოლოდროინდელი კვლევების შედეგების ანალიზსა და მათ საკანონდებლო პროცესში ჩართვას  გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული დირექტორის, ნიკა ნანუაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია რომ ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გაგრძელდეს და მომხმარებლებს ახალი კატეგორიის პროდუქტების შესახებ მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

კვლევის „მეცნიერების უპირატესობის მხარდასაჭერად“ (In Support of the Primacy of Science) გასაცნობად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://www.pmi.com/primacyofscience.

კვლევის მეთოდოლოგია

საკონსულტაციო კომპანია Povaddo-მ აღნიშნული ონლაინკვლევა ჩაატარა PMI-ისათვის 2020 წლის 25 ივნისიდან 8 ივლისის დროის მონაკვეთში. კვლევამ მოიცვა 19 ათასამდე ზრდასრული, რომელთა ასაკი შეადგენდა 21 წლიდან ზევით და შემდეგი 19 ქვეყანა და ტერიტორია: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, გერმანია, ჰონგ-კონგი, ისრაელი, იტალია, იაპონია, მექსიკა, ნიდერლანდები, ნორვეგია, ფილიპინები, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, ტაივანი, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები და ვიეტნამი. სრული შერჩევითი ერთობლიობისათვის, კვლევის ცდომილება შეადგენს +/-0.72%-ს 95%-იანი სანდოობის დონისათვის.

Philip Morris International: Delivering a Smoke-Free Future                             

“ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ (PMI) უძღვება თამბაქოს ინდუსტრიის გარდაქმნის პროცესს, რომლის საბოლოო მიზანსაც წარმოადგენს უკვამლო მომავლის უზრუნველყოფა და სიგარეტების ჩანაცვლება უკვამლო პროდუქტებით იმ ზრდასრული მწეველების სასარგებლოდ, რომლებიც სხვა შემთხვევაში გააგრძელებდნენ მოწევას და ასევე საზოგადოების, თავად კომპანიისა და მისი დაინტერესებული მხარეების საკეთილდღეოდ. PMI წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ჩართულია სიგარეტების წარმოებასა და გაყიდვაში, ისევე როგორც უკვამლო პროდუქტების, ელექტრონული მოწყობილობების, მათი აქსესუარების და სხვა ნიკოტინშემცველი პროდუქტების წარმოებასა და რეალიზაციაში აშშ-ს საზღვრებს მიღმა ბაზრებზე. PMI რეალიზაციას უწევს უკვამლო მოწყობილობებსა და სათადარიგო ნაწილებს, რაც ხორციელდება FDA-ს მიერ გაცემული ნებართვით Altria Group-ისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიცენზირებული გაყიდვებისათვის. PMI აშენებს მომავალს უკვამლო პროდუქტების ახალ კატეგორიაზე, რომელიც თუმცა არ არის ურისკო, მაგრამ წარმოადგენს უკეთეს არჩევანს მოწევის გაგრძელებასთან შედარებით. პროდუქტის განვითარების მულტიდისციპლინარული შესაძლებლობების გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეცნიერული  დასაბუთების მეშვეობით – PMI მიზნად ისახავს უზრუნველყოს მისი უკვამლო პროდუქტების შესაბამისობა ზრდასრულ მწეველთა საჭიროებებსა და რეგულაციების მკაცრ მოთხოვნებთან.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულებს: www.pmi.com და www.pmiscience.com

წყარო: Bloomberg

NS

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *