“ფილიპ მორის ინთერნეიშენალი” Bloomberg-ის 2021 წლის გენდერული თანასწორობის ინდექსის წევრი გახდა, რაც განპირობებული იყო კომპანიაში გენდერული ანგარიშგების გამჭვირვალობისა და გენდერული სამართლიანობის ხელშეწყობით. კომპანიის დივერსიფიკაციის მთავარი ოფიცრის, სილქ მიუნსტერის განცხადებით, ეს აღიარება ხაზს უსვამს PMI-ს ძალისხმევის შედეგს, რომელიც სამუშაო სივრცეში გენდერული სამართლიანობის ამაღლებასა და ყველა თანამშრომლის თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფას გულისხმობს.
“მოხარული ვარ, რომ დღეს “ფილიპ მორის ინთერნეიშენალი” Bloomberg-ის 2021 წლის გენდერული თანასწორობის ინდექსის წევრად დასახელდა. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეულ ინდივიდს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება PMI-ის ორგანიზაციაში ინკლუზიური და მრავალფეროვანი გარემოს ჩამოყალიბების პროცესში. ჩვენი მიზანია, გავაუმჯობესოთ გენდერული ბალანსი, შევინარჩუნოთ საერთაშორისო ბაზარზე ლიდერობა თანაბარი ანაზღაურების მიხედვით… ვფიქრობთ, რომ ჩვენი ძალისხმევა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ ვიყოთ პასუხისმგებლიანი კორპორატიული მოქალაქეები და განვახორციელოთ გლობალური მდგრადობისკენ მიმართული მიზნები, არამედ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება უკვამლო მომავლის მიღწევის პროცესში”, – განაცხადა სილქ მიუნსტერმა, PMI– ს დივერსიფიკაციის მთავარმა ოფიცერმა.
Bloomberg-ის გენდერულ თანასწორობას 5 ძირითადი კომპონენტის მიხედვით ზომავს, მათ შორის არის: კომპანიაში ქალთა ლიდერშიფი, გენდერული ანაზღაურების პარიტეტი, ინკლუზიური კულტურა, სექსუალური შევიწროების პოლიტიკა და ქალთა გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივები. შედეგად, PMI მოხვდა Bloomberg-ის GPI -ს რჩეულ 380 კომპანიას შორის.
“დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ გენდერული თანასწორობის პოლიტიკას. ეს არის პროგრესი, რომელიც ეხმარება კომპანიებს, შეაფასონ საკუთარი გენდერული პოლიტიკა და შეცვალონ ის უკეთესობისკენ”, – განაცხადა პატრიცია ტორესმა, Bloomberg-ის საერთაშორისო მდგრადი ფინანსური გადაწყვეტილებების დეპარტამენტის მმართველმა.
გენდერული თანასწორობის ინდექსში მოხვედრილი კომპანიების მიზანია, შექმნან ინკლუზიური სამუშაო გარემო, ხელი შეუწყონ სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსს, უზრუნველყონ დასაქმებული ინდივიდები მოქნილი სამუშაო შეთანხმებებით, რათა შეინარჩუნონ სამუშაო ძალა და შექმნან კონკურენტული უპირატესობა ცვალებად ბიზნეს გარემოში.
გენდერული ბალანსი 21-ე საუკუნის საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ღირებულებას წარმოადგენს. გენდერული თანასწორობა უზრუნველყოფს ქალების უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობასა და თანასწორ მონაწილეობას პირად, საზოგადოებრივ ცხოვრებისა და კორპორატიულ სამყაროში.
დატოვე კომენტარი