“ფილიპ მორის საქართველო” 2020 წლის საუკეთესო დამსაქმებლად აღიარეს

“ფილიპ მორის საქართველო” 2020 წლის საუკეთესო დამსაქმებლად აღიარეს

კომპანია “ფილიპ მორის საქართველოს”, უკვე ზედიზედ მეორედ, ოფიციალურად მიენიჭა 2020 წლის საუკეთესო დამსაქმებლის წოდება, რომელიც მას ადამიანური რესურსების სფეროს სერტიფიცირების გლობალური და პრესტიჟული ორგანიზაციის Top Employers Institute-ის მიერ გადაეცა, თანამშრომელთათვის შესანიშნავი პირობების შექმნისათვის. 

ორგანიზაციები, რომლებიც მოიპოვებენ საუკეთესო დამსაქმებლის წოდებას, დიდ ძალისხმევას უთმობენ საკუთარი თანამშრომლებისათვის სანიმუშო სამუშაო გარემოს შექმნას, რასაც ადამიანური რესურსებისადმი პროგრესული და თანამშრომლებზე ორიენტირებული მიდგომის (people-first) შედეგად აღწევენ. 

ორგანიზაცია Top Employers Institute-ის გენერალური დირექტორის, დევიდ პლინკის, განმარტებით: “იმისათვის, რომ კომპანიამ მოიპოვოს საუკეთესო (ტოპ) დამსაქმებლის წოდება, უნდა შეძლოს დამტკიცება და დემონსტრირება იმისა, რომ მის მიერ განხორციელებული ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია აუმჯობესებს თავად დასაქმებულთა სამუშაო გარემოს. სერტიფიცირების კანდიდატები წარმოადგენენ ადამიანური რესურსების მართებული პრაქტიკისადმი ერთგულების ბრწყინვალე მაგალითს, რადგანაც ეს კომპანიები უწყვეტად იღწვიან თანამშრომელთა გაძლიერებისა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისათვის.” 

აღნიშნული გლობალური სერტიფიცირების პროგრამის მეშვეობით, 1600-ზე მეტ კომპანიას მიენიჭა საუკეთესო დამსაქმებლის წოდება, ხუთი კონტინენტის 119-ზე მეტ ქვეყანაში. საქართველოში მხოლოდ სამმა კომპანიამ შეძლო ამ წოდების მოპოვება 2020 წელს. საერთაშორისო კორპორაცია “ფილიპ მორის ინტერნეიშენალი” (PMI) ასევე იქნა სერტიფიცირებული, როგორც გლობალური მასშტაბის საუკეთესო დამსაქმებელი. 

რას გულისხმობს საუკეთესო დამსაქმებლის წოდება 

საუკეთესო დამსაქმებლები წარმოადგენენ უმაღლესი რანგის ორგანიზაციებს, რომელთაც თავდაუზოგავად იშრომეს საკუთარ თანამშრომლებთან ურთიერთობისა და ადამიანური რესურსების მართვის ინდივიდუალური სტრატეგიის შექმნის, დანერგვისა და განვითარებისათვის. ეს კომპანიები ქმნიან ბრწყინვალე გამოცდილებას სამუშაო ადგილების გარდაქმნის სტრატეგიული და კარგად გააზრებული პროგრამების დანერგვის მეშვეობით, რაც ქმნის ისეთ სამუშაო გარემოს, რომელიც აძლიერებს დასაქმებულებს  და მათ მუდმივი განვითარების საშუალებას აძლევს. 

“ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ფილიპ მორისი უკვე მეორედ იქნა აღიარებული, როგორც 2020 წლის საუკეთესო დამსაქმებელი საქართველოში და რომ ეს ჯილდო დაემატა ჩვენი კომპანიის მიერ გლობალური მასშტაბის საუკეთესო დამსაქმებლის წოდების მოპოვებასაც. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რათა შევქმნათ ღირსეული, ინკლუზიური, სამართლიანი და საქმიანი გარემო, სადაც ადამიანებს ექნებათ განვითარების, სწავლისა და საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენის შესაძლებლობა. კომპანია ფილიპ მორისში, თითოეული თანამშრომელი მოიაზრება, როგორც წევრი საერთაშორისო საზოგადოებისა, რომელიც უზრუნველყოფს პიროვნული განვითარების უწყვეტ შესაძლებლობებს და წაახალისებს თანამშრომლების ჩართულობასა და მათ მიერ პოზიტიური ცვლილებების მიღწევას ყოველდღიურ რეჟიმში. ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ვცდილობთ ფუნდამენტურად შევცვალოთ ჩვენი ინდუსტრია და ამ პროცესში ჩვენი თანამშრომლების მონაწილეობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგანაც სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს დასახული ცვლილებების დანერგვას. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი მიდგომა აღიარებულ იქნა Top Employers Institute-ის” მიერ, – აღნიშნა იური გორდოკმა, საერთაშორისო კორპორაციის “ფილიპ მორის ინტერნეიშენალის” კავკასიისა და მოლდოვას წარმომადგენლობის გენერალურმა მენეჯერმა. 

 ფილიპმორის საქართველოსშესახებ 

შპს “ფილიპ მორის საქართველო” საერთაშორისო კორპორაციის “ფილიპ მორის ინტერნეიშენალის” შვილობილი კომპანიაა და მასში დასაქმებულია 60-ზე მეტი თანამშრომელი ფინანსურ, ადმინისტრაციულ, მარკეტინგის, გაყიდვების, კომერციული დაგეგმარებისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტებში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: www.pmi.com და www.pmiscience.com  

R

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *