ფილმები, რომლებიც 2023 წელს გამოვა

კორონავირუსის გავლენიდან თავის დაღწევის ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ გასული წელი კინოინდუსტრიისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ამას ისიც მოწმობს, რომ 2022 წელს გამოსული ფილმებიდან ორმა მათგანმა – Top Gun: Maverick-მა და Jurassic World: Dominion-მა გლობალური შემოსავლებით $1-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა. უფრო შთამბეჭდავია Avatar-ის მეორე ნაწილის, Avatar: The Way of Water-ის მიერ ნაჩვენები შედეგი – კინოსურათმა მსოფლიო მასშტაბით ბილეთების გაყიდვით მიღებული თანხით უკვე $2.177 მილიარდს მიაღწია და შედეგად, ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების რეიტინგში, მოცემული დროისთვის, მეოთხე ადგილს იკავებს.

რაც შეეხება ჩვენ მიერ უკვე ნახსენებ Top Gun: Maverick-ს, ტომ კრუზის მონაწილეობით გადაღებულმა ფილმმა გლობალური შემოსავლების სახით დაახლოებით $1.5 მილიარდი მიიღო და შედეგად ზემოხსენებულ სიაში მე-12 პოზიციას სჯერდება. Jurassic World: Dominion-ის ბილეთების გაყიდვით კი გლობალურად $1 მილიარდზე ოდნავ მეტი შეგროვდა.

კორონავირუსისგან კინოინდუსტრიისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე ზრუნვა 2023 წელსაც გრძელდება. გასულ თვეში კინოთეატრებში უკვე რამდენიმე ფილმი გამოჩნდა. მათ შორისაა ჯერარდ ბატლერისა და მაიკ კოლტერის მონაწილეობით გადაღებული Plane-ი. ასევე, You People-ი, ედი მერფის, ჯონა ჰილისა და ჯულია ლუი-დრეიფუსის მონაწილეობით და Shotgun Wedding-ი, რომელშიც როლებს ჯენიფერ ლოპესი, ჯოშ დუჰამელი და ჯენიფერ კულიჯი ასრულებენ. მიმდინარე წელს წინ კიდევ 11 თვე და არაერთი საინტერესო კინოსურათი გველის.

წარმოგიდგენთ 20 ფილმს, რომელთა გამოსვლასაც წელს უნდა ველოდოთ: 

Magic Mike’s Last Dance

გამოსვლის თარიღი: 10 თებერვალი

რეჟისორი: სტივენ სოდერბერგი

როლებში: ჩენინგ ტატუმი, სალმა ჰაიეკი.

Ant-Man and the Wasp: Quantumania

გამოსვლის თარიღი: 17 თებერვალი

რეჟისორი: პეიტონ რიდი

როლებში: პოლ რადი, ევანჯელინ ლილი, ჯონათან მეიჯორსი

Creed III

გამოსვლის თარიღი: 3 მარტი

რეჟისორი: მაიკლ ბი ჯორდანი

როლებში: მაიკლ ბი ჯორდანი, ჯონათან მეიჯორსი, ტესა ტომპსონი

Scream VI

გამოსვლის თარიღი: 10 მარტი

რეჟისორი: მეტ ბეტინელ-ოლპინი, ტაილერ გილეტი

როლებში: მელისა ბარერა, ჯენა ორტეგა, კორტნი კოქსი

John Wick: Chapter 4

გამოსვლის თარიღი: 24 მარტი

რეჟისორი: ჩად სტაჰელსკი

როლებში: კიანუ რივზი, დონი იენი, ბილ სკარსგორდი

The Super Mario Bros. Movie

გამოსვლის თარიღი: 7 აპრილი

რეჟისორი: აარონ ჰორვეთი, მაიკლ ჯელენიკი

როლებში: კრის პრეტი, ანია ტეილორ-ჯოი, ჩარლი დეი

Fast X

გამოსვლის თარიღი: 19 მაისი

რეჟისორი: ლუი ლეტერიე

როლებში: ვინ დიზელი, მიშელ როდრიგესი, ჯეისონ მომოა

The Flash

გამოსვლის თარიღი: 16 ივნისი

რეჟისორი: ანდრეს მუსკეტი

როლებში: ეზრა მილერი, ბენ აფლეკი, მაიკლ კიტონი

Indiana Jones and the Dial of Destiny

გამოსვლის თარიღი: 30 ივნისი

რეჟისორი: ჯეიმს მენგოლდი

როლებში: ჰარისონ ფორდი, ფიბი უოლერ-ბრიჯი, მადს მიკელსენი

Mission: Impossible – Dead Reckoning Part One

გამოსვლის თარიღი: 14 ივლისი

რეჟისორი: კრისტოფერ მაკკოუარი

როლებში: ტომ კრუზი, რებეკა ფერგიუსონი, ვანესა კირბი

Barbie

გამოსვლის თარიღი: 21 ივლისი

რეჟისორი: გრეტა გერვიგი

როლებში: მარგო რობი, უილ ფერელი, ჰელენ მირენი

The Equalizer 3

გამოსვლის თარიღი: 1-ელი სექტემბერი

რეჟისორი: ანტუან ფუკო

როლებში: დენზელ ვაშინგტონი, დაკოტა ფენინგი, დეივიდ დენმანი

The Expendables 4

გამოსვლის თარიღი: 22 სექტემბერი

რეჟისორი: სკოტ ვო

როლებში: ჯეისონ სტეტჰემი, დოლფ ლუნდგრენი, სილვესტერ სტალონე

Dune: Part Two

გამოსვლის თარიღი: 3 ნოემბერი

რეჟისორი: დენის ვილნევი

როლებში: ტიმოთი შალამე, რებეკა ფერგიუსონი, ზენდაია

The Hunger Games: The Ballad of Songbirds and Snakes

გამოსვლის თარიღი: 17 ნოემბერი

რეჟისორი: ფრენსის ლოურენსი

როლებში: ტომ ბლაითი, ვაიოლა დეივისი, რეიჩელ ზეგლერი

Wonka

გამოსვლის თარიღი: 15 დეკემბერი

რეჟისორი: პოლ კინგი

როლებში: ტიმოთი შალამე, ოლივია კოლმანი, სალი ჰოკინსი

Aquaman and the Lost Kingdom

გამოსვლის თარიღი: 25 დეკემბერი

რეჟისორი: ჯეიმს ვანი

როლებში: ჯეისონ მომოა, პატრიკ უილსონი, იაჰია აბდულ მატინ II

Killers of the Flower Moon

გამოსვლის თარიღი: უცნობი

რეჟისორი: მარტინ სკორსეზე

როლებში: ლეონარდი დიკაპრიო, რობერტ დე ნირო, ლილი გლედსტონ

Murder Mystery 2

გამოსვლის თარიღი: უცნობი

რეჟისორი: ჯერემი გერელიკი

როლებში: ადამ სენდლერი, ჯენიფერ ენისტონი, მარკ სტრონგი

The Wonderful Story of Henry Sugar

გამოსვლის თარიღი: უცნობი

რეჟისორი: უეს ანდერსონი

როლებში: რეიფ ფაინზი, ბენედიქტ კამბერბეჩი, დევ პატელი