დღეს, 24 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 13.3 მილიონი ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 15.25 პროცენტით, მაქსიმალური 15.75 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი განაკვეთი 15.5 პროცენტით განისაზღვრა.
გასული წლის აპრილთან შედარებით 10-წლიანი ობლიგაციების წლიური საპროცენტო განაკვეთი 5% პუნქტით გაიზარდა.
გრაფიკი – სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები:
დატოვე კომენტარი