დღეს, 10 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 40.7 მილიონი ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.9 პროცენტით, მაქსიმალური 14.1 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი განაკვეთი 13.9 პროცენტით განისაზღვრა.
იანვრის ვაჭრობასთან შედარებით 2 წლიანი ობლიგაციების წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.1% პუნქტით გაიზარდა, გასული წლის თებერვალთან შედარებით კი განაკვეთი 2-ჯერ არის გაზრდილი.
გრაფიკი – სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები
დატოვე კომენტარი