შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ფიზიოლოგია/მედიცინის დარგში 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი დაასახელა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო შვედ გენეტიკოსს, სვანტე პააბოს გადაეცა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პააბომ ნობელის პრემია გადაშენებული ჰომინინების გენომისა და ადამიანის ევოლუციის შესახებ აღმოჩენების გამო დაიმსახურა. შვედი მეცნიერი ამჟამად გერმანიის ქალაქ ლაიფციგში მდებარე მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტსა და იაპონიის კუნძულ ოკინავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტში მუშაობს.
შეგახსენებთ, ფიზიოლოგია/მედიცინის დარგში 2021 წლის ნობელის ლაურეატები გახდნენ ამერიკელი ფიზიოლოგი დევიდ ჯულიუსი და ამავე ქვეყანაში მოღვაწე, სომხური წარმოშობის მეცნიერი არდემ პატაპუტიანი, რომელიც მოლეკულური და ნეირობიოლოგიის სპეციალისტია. მეცნიერებმა ჯილდო ტემპერატურისა და შეხების რეცეპტორების აღმოჩენისთვის დაიმსახურეს.
ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა. ეს ჯილდო დღემდე 113-მა მეცნიერმა დაიმსახურა.
დატოვე კომენტარი