შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები დაასახელა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ორ მეცნიერს, უნგრელ კატალინ კარიკოსა და ამერიკელ დრიუ ვაისმენს გადაეცა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეცნიერებმა ნობელის პრემია ნუკლეოზიდის ბაზის მოდიფიკაციასთან დაკავშირებით აღმოჩენებისთვის დაიმსახურეს, რამაც COVID-19-თან საბრძოლველად ეფექტიანი mRNA-ვაქცინების შექმნა შესაძლებელი გახადა.
ცნობისთვის, გასულ წელს ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემია შვედ გენეტიკოსს, სვანტე პააბოს გადაეცა, გადაშენებული ჰომინინების გენომისა და ადამიანის ევოლუციის შესახებ აღმოჩენების გამო.
1901 წლის შემდეგ, ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემია 114-ჯერ გაიცა. მათ შორის, პრესტიჟული ჯილდო 13-ჯერ ქალმა მოიპოვა.