„ფორბსის“ 30-წლამდელთა განცხადება საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებასთან დაკავშირებით 

„ფორბსის“ 30-წლამდელთა განცხადება საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებასთან დაკავშირებით 

2023 წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ. „ფორბსის“ 30-წლამდელები (Forbes 30 Under 30) ვუერთდებით საქართველოს მოქალაქეების პროტესტს და ვგმობთ საქართველოს პარლამენტში კანონმდებლობის მიღებას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით გამყარებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს.

ხშირად გვესმის, რომ საქართველოს მომავალი ახალგაზრდებს ეკუთვნით. ჩვენმა უმრავლესობამ წარმატებას ხელოვნების, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ფინანსების, ინოვაციებისა და სხვა სფეროებში სწორედ საქართველოს გულითადი მეგობრების დაფინანსებით მიღებული განათლების წყალობით მიაღწია. ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დაფინანსებით მოგვეცა შესაძლებლობა, განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიგვეღო. დაუშვებლად მივიჩნევთ, ჩვენს მომავალ თაობას არ ჰქონდეს წვდომა სხვა მსგავს სიკეთეებზე, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის მომავალს და განვითარებას ხმარდება.

ვიაზრებთ რა პასუხისმგებლობას, ყველამ ერთად დავიცვათ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი, ვეწინააღმდეგებით აღნიშნული კანონის მიღებას და მოვუწოდებთ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, საქართველოს პარლამენტს, დაიცვას ჩვენი კონსტიტუციით გამყარებული მომავალი, უზრუნველყოს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის სასწრაფო წესით მეორე მოსმენაზე გატანა და პლენარულ სესიაზე მისი ჩაგდება. ამასთან, უზრუნველყონ ალტერნატიული ვერსიის (ვერსიების) სრულად გაწვევა, ყველა ინიციატორის მიერ აღნიშნულზე ხელმოწერის გზით.

Forbes საქართველოს 30-წლამდელები

ხელმომწერები:

სია ახლდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *