უმსხვილესი ფრანგული ენერგოკომპანია TotalEnergies წლის ბოლომდე რუსეთის ფედერაციისგან ნედლი ნავთობის და სხვა ნავთობპროდუქტების შეძენას შეწყვეტს.
კომპანიის განმარტებით, უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, TotalEnergies-ის მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება – აღარ გახანგრძლივდეს რუსეთთან გაფორმებული კონტრაქტები და 2022 წლის ბოლოსთვის ნავთობის შეძენა სრულად შეწყდეს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია არ გეგმავს რუსეთისგან ბუნებრივი აირის შეძენის შეწყვეტას, რაც ლოგისტიკური ფაქტორებითაა განპირობებული. TotalEnergies-ის შეფასებით, რუსულ გაზზე უარის თქმა მნიშვნელოვნად გაართულებს მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ევროპის ბუნებრივი აირით სათანადოდ მომარაგებას.
რაც შეეხება რუსული ნავთობის ჩანაცვლების საკითხს, კომპანია დიზელის ტიპის საწვავის და სხვა ნავთობპროდუქტების ყიდვას საუდის არაბეთისგან გეგმავს.
გარდა ამისა, TotalEnergies-ს შეწყვეტს რუსეთში საინვესტიციო პროექტებს და ოპერაციებსაც ეტაპობრივად შეამცირებს.
დატოვე კომენტარი