ფრედი მერკურის ახლო მეგობარმა და ყოფილმა პარტნიორმა მერი ოსტინმა, Queen-ის ფრონტმენის კუთვნილი როიალი, Yamaha G-2 აუქციონზე $2.1 მილიონად გაყიდა.
აღნიშნული როიალი სწორედ ის ინსტრუმენტი გახლავთ, რომელზეც ფრედი მერკურიმ ლეგენდარული ნაწარმოები, „Bohemian Rhapsody” შექმნა. თავად მუსიკოსმა როიალი მხოლოდ $1,200 დოლარად შეიძინა.
აუქციონზე ასევე გაიყიდა ზემოთ აღნიშნული ნაწარმოების ფრედი მერკურის ხელნაწერი. როგორც ხელნაწერით ირკვევა, თავდაპირველად სიმღერას „Mongolian Rhapsody” ერქვა. ფრედი მერკურის ხელნაწერი აუქციონზე $1.7 მილიონად გაიყიდა.
გარდა ამისა, აუქციონზე მუსიკოსის სხვა ნივთებიც გაიყიდა. მაგალითად, „Bohemian Rhapsody”-ს მუსიკალურ კლიპიდან ფრედი მერკურის ვერცხლის სამაჯური $881,000-ად გაიყიდა, რაც როკვარსკვლავების ნივთებს შორის ყველაზე ძვირად გაყიდული სამკაულია. აქამდე ეს რეკორდი ჯონ ლენონის ტყავის თილისმას ეკუთვნოდა, რომელიც 2008 წელს $368,000-ად შეიძინეს.
აღსანიშნავია, რომ მერკურის კუთვნილი Yamaha G-2 ამ აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ნივთია.
ცნობისთვის, ფრედი მერკურიმ საკუთარი სახლი და სახლში არსებული ნივთები მერი ოსტინს, მის პარტნიორსა და მეგობარს დაუტოვა. მერი ოსტინმა კი ნივთების აუქციონზე გაყიდვის გადაწყვეტილება პირადი მიზეზების გამო მიიღო.