გსმენიათ თუ არა Internet Fund-ის შესახებ, რომელსაც დოთ-ქომების ეშინია? ეს ფინანსური მენეჯერის ცუდი ხუმრობასავით ჟღერს, მაგრამ ნამდვილად საუკეთესო საშუალებაა Kinetics Internet Fund-ის აღწერისთვის. “სიმართლე გითხრათ, სახელს თუ შევიცვლით, ალბათ უფრო მეტ ფულს მივიღებთ”, – თქვა დამფუძნებელმა და ინვესტიციების მენეჯერმა, პიტერ დოილმა და მანჰეტენის ცენტრში მდებარე ოფისის საკონფერენციო დარბაზში სკამზე პიჯაკი გადაკიდა.
დოილის ამ მოსწრებულ გამონათქვამს ორი მნიშვნელობა აქვს: ერთ დროს მისი Internet Fund-ი, უოლ-სტრიტის საყვარელი ქმნილება იყო – 1998-1999 წლებში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ურთიერთდახმარების ფონდებს შორის. ის გაკოტრდა და უამრავი ინვესტორი დააზარალა, 2000 წლის დასაწყისის $1,4 მილიარდის ღირებულების აქტივები 2002 წელს მხოლოდ $188 მილიონად ფასდებოდა.
მაგრამ დოილი მისი ფონდის წარუმატებლობას არათუ არ აბრალებს ტექნოლოგიური ბუშტის დუნედ მიმდინარეობას, არამედ ასევე მის ალტერნატიულ მიდგომაზე საუბრობს.
მიუხედავად უდავოდ სწორი სახელისა და ინტერნეტზე ორიენტირებული პირველი ურთიერთდახმარების ფონდის მემკვიდრეობისა, დღესდღეობით, დოილის 56 კომპანიის პორტფელში არცთუ ისე ბევრი ვებგვერდი არის დარჩენილი. ამის ნაცვლად, დოილი ამტკიცებს, რომ სოციალური ქსელებისა და მობილური აპლიკაციების აქციების დღევანდელ ბუშტოვან გარემოში, ინტერნეტში ფულის შოვნის საუკეთესო ხერხი ძველმოდურია: ღირებულება აქვს ხანგრძლივი არსებობის ციკლის მქონე პროდუქტებს, ღრმა კონტენტის ბიბლიოთეკებსა და ნაღდი ფულის დიდი ნაკადის მქონე კომპანიებს – იდეალურია, თუ ამის მიღმა მილიარდერი დგას.
Kinetics Internet-ს აქვს $180 მილიონის წმინდა აქტივები და ის ერთ-ერთია რვა ურთიერთდახმარების ფონდიდან. მათ შორის უფრო მსხვილი Paradigm Fund-ია, რომელსაც $9,7-მილიარდიანი Horizon Kinetics-ი მართავს. 2013 წელს, 44%-იანი მოგებით, ის ყველაზე წარმატებული საინვესტიციო ურთიერთდახმარების ფონდების სიაში მოხვდა. S&P 500 მიხედვით, ფონდს დაარსებიდან საშუალო წლიური 16%-იანი მოგება ჰქონდა, რომელიც 1996 წელს ორჯერ და მეტად გაიზარდა. მისი 1,8%-იანი ხარჯვითი წილი საკმაოდ მკვეთრია, მაგრამ მის ზომასთან უფროა დაკავშირებული, ვიდრე ფასებთან. ნულოვანი დატვირთვის მქონე ფონდის წმინდა ბრუნვა 8%-ია.
Kinetics Internet-ი Facebook-ის არც ერთ აქციას არ ფლობს, ვინაიდან, 51 წლის დოილის თქმით, ის თავს კომფორტულად ვერ იგრძნობს, თუ ინვესტიციას გააკეთებს საიტზე, რომელიც პოპულარული აზრის გავლენას განიცდის. ამავე დროს, ის $19 მილიარდს WhatsApp-ზე ხარჯავს – მესიჯების სერვისზე, რომლის მოგება მხოლოდ $20 მილიონს შეადგენს.
“შესაძლოა WhatsApp-ი კარგი ინვესტიცია იყოს, – ამბობს ის, – მაგრამ მე ჩემი ეჭვები მაქვს. რა თქმა უნდა, $15 მილიარდზე მეტი ღირებულების აქციების გადაცემა მეტყველებს იმაზე, თუ რას ფიქრობენ ისინი თავის კომპანიაზე. ისინი არ არიან დაინტერესებულნი თავიანთი აქციების გამოსყიდვაში; ისინი მათ არიგებენ”.
გარდა მაღალი შეფასებებისა, დოილი სიფრთხილით უყურებს ნებისმიერ კომპანიას, რომელიც არსებულ ტექნოლოგიურ პარადიგმასთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული. Microsoft-ი და Intel-ი კომპიუტერულ სამყაროს ათი წლის წინ მართავდნენ, მაგრამ მათ პლანშეტებსა და სმარტფონებზე გადასვლა გამორჩათ. დოილი ამბობს, რომ, ამ თვალსაზრისით, Apple-ი ჩამავალი ვარსკვლავია. “ყველა ამ დიდ კომპანიას აქვს პროდუქტის არსებობის ძალიან მოკლე ციკლი, – ამბობს ის. – ფარეხში მომუშავე ადამიანებს მთელი თქვენი ბიზნესის შევიწროება შეუძლიათ და დღესდღეობით ეს გლობალური მოვლენაა”.
დოილი ინტერნეტინვესტიციების “კონტენტის მეფეთა” ბანაკს მიეკუთვნება. ნაცვლად იმისა, რომ არსებული მოგების სიმყარისთვის Time Warner-ი, Starz-ი და Disney-ი დააფასოს დოილი კონცენტრირებას ახდენს მულტიმედია ბიბლიოთეკებზე, რომლებიც მათ შეაგროვეს. პროდუქტის არსებობის ციკლი, რომელიც ასე აღელვებთ ტექნოლოგიებში, კონტენტის საყაროში შედარებით უსასრულოა. Disney-ის 1937 წლის პოპულარული კლასიკად ქცეული ფილმი, ფიფქია, უკვე დაიდგა თეატრებში, ბევრჯერ იქნა გამოყენებული ვიდეოთამაშებსა და ატრაქციონებში, განმეორებით გამოვიდა VHS-სა და DVD-ზე, Blu-ray-სა და iTunes-ზე – და ახალ სადისტრიბუციო პლატფორმებზე, რომლებიც ათწლეულების მანძილზე შეიქმნება, მან უფრო მეტი ფულის მოტანა უნდა გააგრძელოს. ერთი წლის წინ დოილმა კინოსტუდია DreamWorks Animation-ი შეიძინა უფრო ნაკლებ თანხად, ვიდრე მისი მულტიმედია ბიბლიოთეკა ღირდა. ეს საკუთარი შეფასებაა. მაგალითისთვის, შრეკის ფრანჩიზამ და ბოლო თეატრალური დადგმის გმირმა, ჩექმებიანმა კატამ, გაყიდვებით 2001 წლიდან $3.5 მილიარდის მოგება მოიტანა. დამატებითი პროდუქტების გათვალისწინებით, შრეკი მეწველი ძროხა წლების მანძილზე იქნება. მას შემდგომ, რაც დოილმა ის შეიძინა, აქციები 60%-ზე მეტით გაიზარდა.
მედიასტუდიები და საკაბელო ტელევიზები არ არიან იმდენად მომხიბვლელი, როგორც აპლიკაციები, რომლებიც ყოველ ღამე ასობით მილიონ მომხმარებელს იზიდავენ, მაგრამ ისინი უფრო მშვიდ ძილს უზრუნველყოფენ.
დოილის ფონდის ისტორიის გათვალისწინებით, კარგი ძილი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. Kinetics Internet Fund-ი 1996 წელს ლონგ-აილენდის სამზარეულოში შეიქმნა და დოილის დის, მაურასგან $100 000-იანი ინვესტიცია მიიღო. დოილისთვის ეს პირველი ურთიერთდახმარების ფონდი იყო. ის არის წმ. ჯონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და Bankers Trust-ის ინვესტიციების ყოფილი მენეჯერი, რომელმაც ასევე ყოფილ თანამშრომელთან, დამფუძნებელსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორთან, მიურეი შტალთან ერთად, 1994 წელს კომპანია Bankers Trust-ი დააარსა. მათ დაიწყეს აქციების გამოკვლევების გამოქვეყნება, გამოსტაცეს ტექნოლოგიური IPO ბუმს და დააარსეს Internet Fund-ი, რომელსაც მათი ერთ-ერთი უმცროსი ანალიტიკოსი, 20 წლის რაინ იაკობსი ხელმძღვანელობდა. მან, ტექნოლოგიური აქციების ციებ-ცხელებით დაავადებულმა, ისეთი IPO ინვესტიციები განახორციელა, როგორიცაა, მაგალითად, TheGlobe.com-ი და iVillage-ი. 1998 წელს Internet Fund-ის მოგებამ 196%, 1999 წელს კი 216% შეადგინა. აქტივები $1,4 მილიარდამდე გაიზარდა.
“უეცრად ჩვენ დავიწყეთ ძალიან დიდი ფულის მართვა და ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების გამო მე თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობდი”. Internet Fund-ის გაყიდვის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, დოილისა და ფონდის ცნობილი მენეჯერის, იაკობსის გზები გაიყო. უკანასკნელი წავიდა, რათა თავისი საკუთარი Internet Fund-ი დაეარსებინა. როდესაც ტექნოლოგიური ბუშტი გასკდა, დოილი ხელცარიელი დარჩა.
ნაცვლად იმისა, რომ თავის ფონდზე უარი ეთქვა, დოილი მშვიდად ყიდულობდა ისეთი კომპანიების აქციებს, როგორიცაა, მაგალითად, Liberty Media და Washington Post Co. ამ დროს Horizon Kinetics-ის ნაწილი, მათ შორის, ცალკე მართვადი ანგარიშების ბიზნესი და სხვა რამდენიმე ურთიერთდახმარების ფონდი, წარმატებულად მოღვაწეობდნენ. დოილის Internet Fund-ი კვლავ რჩებოდა ამის პატარა ნაწილად, მაგრამ მისი ბრწყინვალე მუშაობა და ახალი ხუთვარსკვლავიანი შეფასება დამაიმედებელი იყო.
ბუშტოვანი ტექნოლოგიების აქციებისგან თავის შეკავება, დოილის ერთ-ერთი წესია. მისი სტრატეგიის არსი არის დიდი ფულის მიდევნება – აქციები, რომლებსაც ფლობენ და მართავენ მილიარდერები. ფაქტობრივად, ფონდის წამყვანი ათი აქციიდან ცხრას მილიარდერები აკონტროლებენ, მათ შორის, ჯონ მალოუნის Liberty Media, სამნერ რედსტოუნის Viacom-ი, ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის Google-ი.
დოილის მილიარდერთა თეორია სამ სვეტს ეყრდნობა. პირველი წარმოიშვა ფინანსური კრიზისის დროს, როდესაც კომპანიების უმრავლესობა ჩაყუჩდა, შეიმალა და ფულს აგროვებდა. დოილის აზრით, ეს სააგენტოს ძირითადი პრობლემაა – თანამშრომლები უფრო დაინტერესებულნი არიან თავიანთი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შენარჩუნებით, ვიდრე რისკების გაღებით აქციათა მფლობელების გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის. სხვა სტიმულებით წახალისებულმა ბევრმა მფლობელმა და მმართველმა კრიზისისგან მოგება მიიღო, ვინაიდან ისინი ვა-ბანკზე წავიდნენ. დოილი გულისხმობს ჯონ მალოუნის მიერ 2009 წელს Sirius XM-თვის $530 მილიონის კრედიტის მიცემას, რომელიც დღეს $12 მილიარდზე მეტი ღირებულების წილად იქცა.
რა თქმა უნდა, ბევრს არა აქვს რესურსი ასეთი გაბედული ნაბიჯის გადასადგმელად და მილიარდერების მიერ ინვესტიციების განხორციელების კიდევ ერთი მიზეზის გამოსავლენად: მათ აქვთ წვდომა იქ, სადაც სხვა მენეჯერებს არა აქვთ. “მათ ვერავინ ვერ შეედრება პოზიციონირებაში, ინტელექტუალურ კაპიტალსა და პოლიტიკაზე მოქმედების უნარში, – ამბობს დოილი. – თუ ჯონ მალოუნი ფედერალური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრას მოისურვებს, ეს შეხვედრა, სავარაუდოდ, მის დღის წესრიგში იქნება შეტანილი”. დიდი შესაძლებლობების გამოჩენისას ინდუსტრიის ტიტანები ხშირად სწორ და საჭირო ადგილას არიან, ისინი იშვიათად თუ გამოტოვებენ კარგ ინვესტიციას.
მესამე სვეტი დოილის მიერ მილიარდერებზე იმედის დამყარებისა: მისი თქმით, მფლობელთა და მწარმოებელთა აქციები დღესდღეობით იაფია. ეს გამოწვეულია იმით, რომ ფული აქტიური მენეჯმენტიდან პასიურ საბირჟო საინდექსო ფონდებში მიედინება. საბირჟო საინდექსო ფონდების უმეტესობა თავის ინვესტიციებს ზომავს ბაზრის კაპიტალიზაციისა და თავისუფალ ბრუნვაში მყოფი აქციების მიხედვით, რომელიც სინამდვილეში ჯარიმებს აწესებს ისეთ აქციებზე, როგორიცაა Viacom-ი, რომელშიც სამნერ რედსტოუნი თითქმის 80% აკონტროლებს. დოილის თქმით, “თქვენ, როგორც წესი, ყიდით ადამიანებს, რომლებიც ყველაზე კარგად ათავსებენ კაპიტალს, რომლებსაც აქვთ საუკეთესო წვდომა ინფორმაციაზე და ყველაზე დაბალი ფასი კაპიტალზე”.
დატოვე კომენტარი