პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 34 პროცენტით შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 175 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 34 %-ით ნაკლებია 2014 წლის პირველი კვარტალის მონაცემზე.

ყველაზე მეტი ინვესტიცია (59 მილიონი დოლარი) აზერბაიჯანიდან განხორციელდა, მეორე ადგილზეა თურქეთი (27 მილიონი დოლარი), ხოლო მესამეზე რუსეთი (23 მილიონი დოლარი).

Forbes Georgia

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".