საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 273 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 33%-ით (137 მლნ დოლარით) ნაკლებია 2017 წლის პირველი კვარტალის მონაცემებზე.
2018 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ გაერთიანებული სამეფო (83 მლნ დოლარი), აზერბაიჯანი (51 მლნ დოლარი) და ჩინეთი (42 მლნ დოლარი). ინვესტიციები ყველაზე მეტად ლუქსემბურგიდან და ჩინეთდან გაიზარდა, ხოლო ყველაზე მეტად თურქეთიდან შემცირდა – 152 მილიარდი დოლარით.
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო სექტორში (111 მლნ), მშენებლობაში (69 მლნ) და დამამუშავებელ მრეწველობაში (42 მლნ). სექტორების მიხედვით ინვესტიციები ყველაზე მეტად ტრანსპორტში და კავშირგაბმულობაში შემცირდა – 157 მლნ დოლარით. 101 მლნ დოლარით შემცირდა ინვესტიციები უძრავი ქონების სექტორში.
ფრაფიკი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, მლნ დოლარი
| 2014 | 2015 | 2016 | I კვ. 2017 | 2017 | I კვ. 2018 |
საფინანსო სექტორი | 126.6 | 190.0 | 153.9 | 78.1 | 304.3 | 110.6 |
მშენებლობა | 324.6 | 143.6 | 137.7 | 54.4 | 294.6 | 69.1 |
დამამუშავებელი მრეწველობა | 211.6 | 98.4 | 128.8 | 6.4 | 74.7 | 40.2 |
სამთომოპოვებითი მრეწველობა | 45.3 | 88.0 | 50.0 | 11.3 | 54.0 | 22.3 |
სასტუმროები და რესტორნები | 132.8 | 141.4 | 56.9 | 16.1 | 90.0 | 21.9 |
ენერგეტიკა | 190.0 | 123.7 | 117.1 | 6.6 | 188.6 | 8.7 |
ჯანმრთელობის დაცვა | -8.7 | 140.3 | 28.6 | -1.1 | 3.3 | 8.4 |
სოფლის მეურნეობა | 12.3 | 18.6 | 8.3 | 1.2 | 3.6 | -0.7 |
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა | 433.7 | 587.5 | 677.5 | 141.0 | 527.1 | -16.1 |
უძრავი ქონება | 149.6 | 90.1 | 95.2 | 82.0 | 159.8 | -18.8 |
დანარჩენი სექტორები | 200.0 | 30.9 | 148.8 | 20.4 | 162.0 | 33.7 |
სულ | 1,618 | 1,622 | 1,454 | 396 | 1,700 | 246 |
წყარო: საქსტატი
დატოვე კომენტარი