პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციები 42 პროცენტით შემცირდა

პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციები 42 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 165 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 42%-ით (118 მლნ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის პირველი კვარტალის მონაცემებზე. 281 მლნ დოლარი ბოლო 11 წლის პირველი კვარტლის მინამალური მაჩვენებელია.

ინვესტიციები ყველაზე მეტად – 75 მლნ დოლარით საფინანსო ენერგეტიკაში შემცირდა. შემდეგო მოდის სასტუმროების და რესტორნების სექტორი 50 მლნ დოლარიანი შემხირებით. 32 მლნ დოლარით შემცირდა ინცესტიციები ტრასნპორტის დარგში.

ყველაზე მეტი ინვესტიცია, 95 მლნ დოლარი საფინანსო სექტორში შემოვიდა.

2020 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ გაერთიანებილი სამეფო (73 მლნ დოლარი), აშშ (28 მლნ დოლარი) და დანია (12 მლნ დოლარი). ინვესტიციები ყველაზე მეტად ირლანდიიდან და თურქეთიდან შემცირდა.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *