თურქეთის პირველი შიდა წარმოების ავტომობილმა სტამბოლის ტრასაზე აჩქარების პირველი ტესტი ჩაატარა. გავრცელებული მასალების მიხედვით, TOGG–ის წარმოების ავტომობილმა 100კილომეტრ/საათი სულ რაღაც 4.8 წამში განავითარა. ამ მონაცემებს მანქანაში მძღოლითა და ოთხი მგზავრით მიაღწიეს.
თურქეთის საავტომობილო ერთობლივმა საწარმოო ჯგუფმა (TOGG), კონსორციუმის, რომელიც ავტომობილებს ავითარებს, ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წარმოებისა და აწყობის პროცესის უახლესი დეტალებია ნაჩვენები.
Twitter-ზე გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენები არიან ინჟინრები, რომლებიც TOGG-ის სპორტული კომუნალური სრულად ელექტრომანქანის (SUV) პროტოტიპს ნულიდან ქმნიან.
„ჩვენ ეტაპობრივად ვაღწევთ ჩვენს მიზნებს. ჩვენი მოგზაურობა ახალ ლიგაში შეუჩერებლად გრძელდება“, – ნათქვამია Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
მათი განცხადებით, ფუნქციური პროტოტიპები აკრედიტებულ სატესტო ცენტრებში გაიგზავნა უსაფრთხოების, თერმული, სიძლიერის, დინამიკური და შესრულების ტესტებისთვის.
TOGG-ი 2018 წლის 25 ივნისს ამოქმედდა. მას ტექნიკის გიგანტ Bosch-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი მეჰმეთ გურჯან კარაკაში ხელმძღვანელობს, ის ამ პოზიციას 2018 წლიდან იკავებს.
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2019 წლის დეკემბერში SUV-ისა და სედანის პროტოტიპები წარმოადგინა, როგორც მთლიანად ელექტრო, ასევე C-სეგმენტის მოდელები.
აღსანიშნავია, რომ TOGG-ш 2030 წლამდე ხუთი განსხვავებული მოდელის – SUV, სედანი, C-ჰეჩბეკი, B-SUV და B-MPV–ის წარმოებას გეგმავს.
„ჩვენი ჭკვიანი SUV მანქანის ფუნქციური პროტოტიპის წარმოების პროცესი დასრულებულია და მექანიკური სისტემაც წინასწარ დამტკიცებულია“, – განაცხადა კონსორციუმმა.
კონსორციუმის მოლოდინით SUV-ის მასობრივი წარმოება 2022 წელს დაიწყება.
დატოვე კომენტარი