Porsche ახალი თაობის Cayenne-ის საველე ცდებს განაგრძობს. მისი შეძენა 2017 წლიდან იქნება შესაძლებელი. ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, თუმცა ავტომობილის სალონის ფოტოები პაპარაცებმა მაინც მოიპოვეს. ახალი მოდელი MLB Evo-ს პლატფორმაზე აიგება და წინამორბედისგან 100 კილოგრამით მსუბუქი იქნება.
წინასწარი ინფორმაციით, Porsche Cayenne-ის ახალი თაობის ავტომობილი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კროსოვერი იქნება. პორშეს წარმომადგენელი ვოლფგანგ ხატცი აცხადებს, რომ ავტომობილის მთავარი კონკურენტი Bentley Bentayga-ია, თუმცა ახალი Cayenne მას დინამიური მახასიათებლებით აჯობებს.
დატოვე კომენტარი