მთავრობამ “საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ” კანონი შეიმუშავა. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) 2017 წლის 12 აპრლისდამტკიცებული ახალი პროგრამის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოს მთავრობას აღებულ აქვს ვალდებულება შექმნასსაჯარო და კერძო თანამშრომლობის თანამედროვე საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო და წარუდგინოს იგი პარლამენტს არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბრისა.
იმისთვის, რომ პროექტი დაკვალიფიცირდეს საჯარო და კერძო თანამშრომლობად და მოექცეს კანონპროექტით გათვალისწინებულ რეგულირების სივრცეში, იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- გრძელვადიანობა (საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მინიმალური ვადა განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატული აქტით);
- საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ღირებულება არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულოდენობაზე ნაკლები;
- კერძო პარტნიორის მიერ საჯარო მომსახურების გაწევა ან საჯარო ინფრასტრუქტურის ოპერირება ან/და ინფრასტრუქტურის შექმნა და მოვლაპატრონობა;
- საჯარო და კერძო პარტნიორებს შორის რისკების განაწილება;
- კერძო პარტნიორის მიერ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება;
კანონპროექტით იქმნება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანო, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტისშემუშავებაში და შეასრულებს საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს.
კანონპროექტის ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა გარანტიები საჯარო და კერძო თანამშროლობის ფარგლებში. საჯარო და კერძოთანამშრომლობის ხელშეკრულების მხარეებსა და კრედიტორებს შორის შესაძლოა გაფორმდეს პირდაპირი ხელშეკრულება. საჯარო და კერძოთანამშრომლობის ხელშეკრულება ან/და პირდაპირი ხელშეკრულება შესაძლოა ითვალისწინებდეს კრედიტორ(ებ)ის უფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
კანონპროექტის თანახმად, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში, სახელმწიფო ვალდებულებების ზედა ზღვარი განისაზღვრება საჯაროფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობით. აღნიშნული ზღვარის გამოთვლის მეთოდოლოგია მტკიცდება საქართველოს მთავრობის მიერ.
კანონის მიღების შემდეგ საჭირო გახდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა, რათა 2018 წლის 31 მარტამდე უზრუნველყოფილი იქნეს „სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანოს“ შექმნა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საჯარო და კერძოთანამშრომლობის პროექტის შემუშავებაში, უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანოების დახმარებას დოკუმენტაციის მომზადებაში, განახორციელებსწარმოდგენილი პროექტის კონცეფციების შეფასებას და სხვ. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანოს შექმნისთვის და ოპერირებისთვის საჭიროასიგნებების მოცულობა, წინასწარი გათვლებით დაახლოებით 420 ათასი ლარით გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს.
დატოვე კომენტარი