ლიტერატურული კონკურსი „საბას” ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 89 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა.
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს „საბა“ მეცხრამეტედ ტარდება.
2021 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო ნომინაცია „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2021 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები:
- ლელა დუმბაძე, ალი სმითის „შემოდგომა” (სულაკაურის გამომცემლობა)
- მაია ფანჯიკიძე, თომას ბერნჰარდის „ტყის ჩეხა” (სულაკაურის გამომცემლობა)
- თამარ კვიჟინაძე, კნუტ ჰამსუნის „მიწის მადლი” (სულაკაურის გამომცემლობა)
- გიორგი ლობჟანიძე, ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი” (სულაკაურის გამომცემლობა)
- ლიკა ჩაფიძე, ავგუსტ სტრინდბერგის „წითელი ოთახი” (სულაკაურის გამომცემლობა)
- ია ქვაჩახია, ელიფ შაფაქის „ათი წუთი და ოცდათვრამეტი წამი ამ უცნაურ სამყაროში” (პალიტრა L)
- ხათუნა ცხადაძე, ელენა ფერანტეს „მარტოობის დღეები” (ზოლიანი კატა)
- მანანა ანთაძე, უილიამ შექსპირის „ქარიშხალი” (სეზანი)
- ლევან ბერძენიშვილი, ევრიპიდეს „4 ტრაგედია” (ინტელექტი)
- ანი კოპალიანი, ტომას სტერნზ ელიოტის „მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ” (ინტელექტი)
- ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, ჯონათან სვიფტის „გულივერის მოგზაურობა” (ინტელექტი)
- თამარ რეკკ-კოტრიკაძე, ჯორჯ ორუელის „ცხოველების კარ-მიდამო” (ინტელექტი)
- მზია გალდავაძე, დანიელ ვისერის „მთის დედოფალი” (ინტელექტი)