პრემიერობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დასახელდა. მამუკა ბახტაძე აქამდე ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი ის საქართველოს რკინიგზას ხელმძღვანელობდა.
36 წლის მამუკა ბახტაძე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ასევე ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს და 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია.
რაც შეეხება მის სამუშაო გამოცილებას, მინისტრის პორტფელი მან 2017 წლის 13 ნოემბერს ჩაიბარა. იქამდე 2013 წლის აპრილიდან იკავებდა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას.
მამუკა ბახტაძე 2010-2012 წლებში – საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი იყო. 2007-2008 წლებში – სასტუმროების ქსელ „რჩეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და 2005-2006 წლებში – სს „საქართველოს რკინიგზის“ პროექტის მენეჯერი.
დატოვე კომენტარი