გლობალური შეხვედრების სერია პროდუქტ მენეჯმენტის შესახებ – ProductTank – Techstars–ის სტარტაპ კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთ საინტერესო საღამოს გვპირდება.
ღონისძიება სტარტაპ კვირეულის გახსნასთან ერთად, 28 სექტემბერს, თბილისის დროით საღამოს 8 საათზე დაიწყება სასტუმრო სტამბას ამფითეატრში. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება საუბრები და პანელური დისკუსიები.
Tbilisi Startup Bureau უკვე წელიწადზე მეტია აქტიურადაა ჩართული პროდუქტ მოძრაობაში და სისტემატიურად უწევს ორგანიზებას ProductTank Tbilisi-ის შეხვედრებს. დასწრება ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, თავისუფალია ყველა მსურველისთვის, თუმცაღა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით ადგილების რაოდენობა შეზღუდულია მხოლოდ 100 მონაწილემდე და საჭიროებს წინასწარი რეგისტრაციის გავლას შემდეგ ბმულზე: https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi
28 სექტემბრის შეხვედრაზე მომხსენებლები იქნებიან:
ლუკა ჩხეტიანი – საქართველოში პირველი AI კვლევითი კომპანიის, Systemcorp-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ის ასევე გახლავთ ინოვაციური კომპანია wavetech-ის თანადამფუძნებელი. ლუკას მოხსენების სათაურია: “End-to-end Research & Production in Deep Learning”
გიორგი ჯვარიძე – MaxinAI-ის აღმასრულებელი დირექტორი და Olmait-ის თანადამფუძნებელი, რომელიც საქართველოში დაბრუნებამდე მუშაობდა ირლანდიაში ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიცაა tripadvisor და zalando, ასევე Data Science Tbilisi-ის საზოგადოების დამფუძნებელი და DataFest Tbilisi-ის თანაორგანიზატორია. გიორგი ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ უნდა ვიფიქროთ AI პროდუქტ იდეებზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პროგრამა მოცემულია თბილისის დროით (GMT + 4). კონფერენციის სასაუბრო ენაა ინგლისური.
დატოვე კომენტარი