კვირაში სამუშაო ხანგრძლივობა საქართველოში საშუალოდ 39.6 საათია.
საქართველოში დასაქმებულების უმრავლესობას კანონით გათვალისწინებულზე ხანგრძლივად უწევს მუშაობა, – ასეთია სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სამუშაო ძალის გამოკვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც 2018 წელს 2017-თან შედარებით სამუშაოზე დახარჯული დრო ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში გაიზარდა. კვირაში სამუშაო ხანგრძილობა საქართველოში საშუალოდ 39.6 საათია, რაც წინა წელთან შედარებით, 1.8 საათით გაზრდილი მაჩვენებელია.
შრომის კოდექსით სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 40 საათით და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში (სპეციფიკურ სამუშაო ადგილებზე) ითვალისწინებს 48 საათამდე სამუშაო გრაფიკს.
კვლევის მიხედვით, საქართველოში კაცების სამუშაო საათები ქალებისას ყველა სფეროში აღემატება. 2018 წლის მონაცემებით, კვირაში ყველაზე ხშირად ნამუშევარი საათების საშუალო რაოდენობას, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ჩათვლით შემდეგია:
შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები – 53.9 საათი კვირაში
განთავსების საშუალებების და საკვების მიწოდების საქმიანობები – 53 საათი კვირაში
მშენებლობა – 51.5 საათი კვირაში
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 51 საათი კვირაში
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების რემონტი – 49.2 საათი კვირაში
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა – 47.6 საათი კვირაში
ექსტერიტორიული ორგანიზაციების და ორგანოების საქმიანობები – 47.6 საათი კვირაში
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 47.5 საათი კვირაში
ტრანსპორტირება და დასაწყობება – 47.4 საათი კვირაში
მრეწველობა – 47.1 საათი კვირაში
სხვა სახის მომსახურება – 45.4 საათი კვირაში
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 43 საათი კვირაში
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 42.9 საათი კვირაში
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება – 42.4 საათი კვირაში
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 41 საათი კვირაში
ხელოვნება, გართობა და დასვენება – 38.8 საათი კვირაში
განათლება – 30 საათი კვირაში
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 29.2 საათი კვირაში
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ზეგანაკვეთურ სამუშაო დახარჯული დროის შესახებ მონაცემებს MAXIS GLOBAL BENEFIT-სი აქვეყნებს. კვლევაში საქართველო მოხვედრილი არაა. შედეგების მიხედვით, ყველაზე მეტი ზეგანაკვეთური საათებით მუშაობა არაბეთის გაერთიანებული საემიროების მოქალაქეებს უწევთ და ის თვეში 24 საათს შეადგენს. აშშ-ში ზეგანაკვეთური სამუშაოს ხანგრძლივობა თვეში საშუალოდ 23.2 საათია, მსგავს შედეგს აჩვენებს ჰონგ კონგის მოსახლეობაც. ფრანგები ზეგანაკვეთურ სამუშაოზე თვეში საშუალოდ 22.4 საათს ხარჯავენ, ინდოელები და რუსები 22.1 საათს, ბრაზილიელები 18 საათს, ხოლო ბრიტანელები კი 17.2 საათს.
დატოვე კომენტარი