რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახალი ბრძანებულების თანახმად, უკრაინის მოქალაქეებისათვის რუსული პასპორტის აღების პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა. ამიერიდან, რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ყველა უკრაინელი შეუფერხებლად შეძლებს. აღნიშნულ ინფორმაციას, რუსეთის სამთავრობო საიტზე განთავსებულ დოკუმენტში ვკითხულობთ.
საინტერესოა, რომ აქამდე რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესაძლებლობა მხოლოდ ოკუპირებულ, თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში მცხოვრებ უკრაინელებს შეეძლოთ. აღმოსავლეთ უკრაინის ამ რეგიონების კიევის იურისდიქციიდან გათავისუფლებას ვლადიმირ პუტინი უკვე დიდი ხანია ცდილობს.
მოსახლეობისათვის რუსული პასპორტის შეთავაზება პუტინის უკვე კარგად ნაცნობი მეთოდია. ამ საშუალებით ის ტერიტორიების ოკუპაციის „სამართლებრივ“ არგუმენტს იჩენს. მსგავსი გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობამ თავის დროზე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც მიიღო.
დატოვე კომენტარი