ვლადიმირ პუტინმა ედუარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა. შესაბამისი ბრძანება რუსეთის სამთავრობო ვებპორტალზე გამოქვეყნდა.
ცნობისთვის, 39 წლის ედუარდ სნოუდენი რუსეთში უკვე ცხრა წელია ცხოვრობს. სნოუდენმა ცოლთან ერთად რუსეთის მოქალაქეობაზე განაცხადი 2020 წელს შეიტანა. თუმცა, მანამდე, მას რუსეთში მუდმივი ცხოვრების უფლება ჰქონდა მოპოვებული.
აღსანიშნავია, რომ სნოუდენი აშშ-ის ეროვნული უშიშროების სამსახურის კონტრაქტორი იყო. 2013 წელს მან სატელეფონო მოსმენების სქემა გამოააშკარავა. კერძოდ, სნოუდენის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები შეიცავდა მტკიცებულებებს, რომ აშშ-ის დაზვერვის სამსახურები მილიონობით ადამიანს უკანონოდ, ფარულად აყურადებდნენ. აღნიშნულის შემდეგ სნოუდენი ამერიკიდან გაიქცა. აშშ-ში მას ჯაშუშობის მუხლით აქვს ბრალი წაყენებული, რის გამოც 30 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დატოვე კომენტარი