ქალები ბიზნესში - „გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის“ 2022 წლის კვლევის შედეგები ცნობილია

ქალები ბიზნესში - „გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის“ 2022 წლის კვლევის შედეგები ცნობილია

„გრანთ თორნთნის“ 2023 წლის საერთაშორისო ბიზნეს ანგარიშის (IBR) მიხედვით, რომელიც იკვლევს ქალებს ბიზნესში გლობალურად საშუალო ბაზარზე, პანდემიით გამოწვეულმა სამუშაო პრაქტიკის ცვლილებებმა მაღალი რგოლის მენეჯმენტში მყოფი ქალებისთვის მცირე პროგრესი მოიტანა. თუკი ბიზნესი სამომავლოდ არ წაახალისებს სხვადასხვა მოქნილი გზებით სამუშაოს შესრულებას და არ გადადგამს დამატებით ნაბიჯებს მაღალი რგოლის მენეჯმენტში ქალების მხარდასაჭერად, მენეჯმენტის ზედა რგოლის მხოლოდ 34%-ს დაიკავებენ ქალები 2025 წლისათვის საშუალო ბაზარზე, გლობალურად.

მიუხედავად იმისა, რომ მაღალი რგოლის მენეჯმენტში ქალების საერთო რაოდენობის ზრდა გრძელდება, „გრანთ თორნთონის“ უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ აღნიშნული ზრდა საკმაოდ ნელია და გასულ წელს ქალების რაოდენობა მხოლოდ ნახევარი პროცენტით გაიზარდა 32.4%-მდე. 2003 წელთან შედარებით, როდესაც პირველად ჩატარდა აღნიშნული კვლევა, ჯამში მხოლოდ 13%-ითაა გაზრდილი.

„30%-იანი ზღვარი იმ „გარდამტეხ წერტილად“ იქნა აღქმული, რომელიც დააჩქარებდა გენდერულად დაბალანსებული სამუშაო ადგილების შექმნას. იმის გათვალისწინებით რომ ჩვენს კვლევაში საშუალო ბაზრის ბიზნესები 30%-ს შეადგენს, მზარდი ცვლილების ფონზე, ცხადი გახდა, რომ ახლა უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ სრულად მივიღოთ ის სარგებელი, რომელიც შეიძლება გენდერულმა თანასწორობამ მოგვიტანოს.“ აღნიშნავს კარიტა ერიქსონი – ქსელის შესაძლებლობებისა და კულტურის გლობალური ლიდერი. „კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე მზარდი აქცენტი და გლობალური სტანდარტები აიძულებენ კომპანიებს შექმნან მენეჯმენტის მრავალფეროვანი გუნდები და თუ ეს ასე არ მოხდება, კომპანიებისთვის რთული გახდება კაპიტალისა და ინვესტორების მოზიდვა.“

კვლევა აჩვენებს, რომ ბევრი საშუალო ბაზრის ბიზნესი ორიენტირებულია მენეჯმენტის იმდაგვარად დაგეგმვაზე რომ მეტი ქალი აღმოჩნდეს მაღალი რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე, რომლებიც ახორციელებენ მენტორულ, ქოუჩინგის, ლიდერობის განვითარების და სხვა პროგრამებს. ბიზნესი ახლა მეტად უნდა კონცენტრირდეს შეიმუშაოს ლიდერობისკენ მიმავალი, მეტად გამჭვირვალე გზები დასაქმების, დაწინაურების და სამუშაოს შესრულების კუთხით. „აუცილებელია სიცხადე და თანაბარი შესაძლებლობები ყველა ლიდერულ ასპექტში, დასაქმებიდან შესრულებული სამუშაოს შეფასებამდე,“ ამბობს კარიტა.

გარდა ამისა, ბიზნესის მხრიდან მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზებისა და მის მხარდასაჭერად სწორი ორგანიზაციული კულტურის განვითარებასაც მოჰყვება ლიდერულ პოზიციებზე ქალების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა. „გრანთ თორნთონის“ კვლევამ დაადგინა, რომ მოქნილ, ჰიბრიდულ და სახლიდან მუშაობაზე ორიენტირებულ სამუშაო მოდელებს ყველაზე დიდი რაოდენობით ჰყავთ წარმოდგენილი ქალები მენეჯმენტში. ისეთი საშუალო ბაზრის კომპანიების მენეჯმენტში, რომლებმაც დანერგეს მუშაობის ჰიბრიდული სისტემა, მაღალი რგოლის ლიდერების 34% ქალია, ხოლო კომპანიებში, რომლებიც სრულიად მოქნილ სამუშაო სისტემაზე არიან გადასულნი, ანუ სადაც პერსონალი თავად ირჩევს მუშაობის სპეციფიკას, ეს მაჩვენებელი 36%-ს აღწევს. საშუალო ბაზრის იმ კომპანიებში, რომლებიც ოფისიდან მუშაობის მეთოდზე დარჩნენ, მაღალი რგოლის მენეჯმენტის მხოლოდ 29% არის ქალი.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ ბევრი კომპანია არ ნერგავს ჰიბრიდულ ან მოქნილ სამუშაო სისტემას, ქალები იძულებულები ხდებიან განიხილონ ნახევარგანაკვეთური სამუშაო, რომელიც აფერხებს მათ კარიერულ განვითარებას,“ ამბობს კარიტა. კომპანიები, რომლებსაც არ აქვთ მოქნილი სამუშაო პრაქტიკა ხდებიან ნაკლებად მიმზიდველი დამსაქმებლები მაღალი რგოლის მენეჯერი ქალებისთვის.

მრავალფეროვანი უნარების მქონე პროფესიონალების გლობალური დეფიციტისა და შესაბამისი კვალიფიკაციის კრიზისის ფონზე, კომპანიებს, რომლებსაც დანერგილი აქვთ მოქნილი სამუშაო პირობები, შეიძლება ისარგებლონ კვალიფიციური პერსონალით ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, მაგალითად პირებზე რომლებიც გეოგრაფიულად მოშორებულ ადგილებში ცხოვრობენ, ან ეძებენ პირადი და პროფესიული ცხოვრების უკეთ ბალანსს, ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.

მიუხედავად ამისა, არც აღნიშნული მოქნილი სამუშაო სისტემაა გამოწვევების გარეშე, ამბობს კარიტა. კომპანიები, რომლებმაც დანერგეს ამგვარი მუშაობის სისტემა, თავს კარგად გრძნობდნენ პანდემიის პერიოდში, რადგანაც სწრაფად გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ მათ უკვე ჰქონდათ სწორი სამუშაო გარემო, რომელიც დასაქმებულების დისტანციურ მუშაობას ხელს უწყობდა. ორგანიზაციებმა, რომლებიც ახლა ცდილობენ მეტად მოქნილი სამუშაო სისტემა შექმნან, შესაბამისი კულტურის არსებობა უნდა უზრუნველყონ. ეს გულისხმობს სამუშაო ადგილებზე ისეთი პირობების შექმნას, რომელიც დაიცავს ორგანიზაციებს ჰიბრიდული მუშაობას პოტენციური ნაკლოვანებებისგან, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების პოზიციების გაუთვალისწინებლობა“. საერთო ჯამში, კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცები უფრო ხშირად ამბობენ, რომ მათი ბიზნესი ხელს უწყობს ღია კარის პოლიტიკას მენეჯმენტში, მაშინ, როდესაც ქალები ამბობენ, რომ ეს არც ისე ხშირად ხდება.

პიტერ ბოდინი, „გრანთ თორნთონ“ ინტერნეშენალის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ გენდერულად თანასწორი პირობების შექმნა ყველა დონეზე არის გრანთ თორნთონის ქსელის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გლობალურად.

ჩვენი ვალდებულებაა დავაჩქაროთ ჩვენი პროგრესი ამ სფეროში და შევქმნათ ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემო, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა წარმოაჩინოს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია“ – ამბობს ის. „ვიცით, რომ უნდა ვიყოთ მიზანმიმართული და ურყევი, იმისათვის რომ ხელი შევუწყოთ თანასწორობას. მსგავსად უნდა მოიქცნენ სხვა კომპანიებიც, იმისათვის რომ დარჩნენ ძლიერები, მდგრადები და შესაბამისობაში მუდმივად ცვლად ბაზარზე.”

„მეტი გენდერული ბალანსი კარგია ბიზნესისთვის. აღნიშნული აჩვენებს ყველას, რომ ბიზნესი არის ეთიკური და სამართლიანი, რაც ზრდის ბიზნესის წარმადობას და იძლევა უკეთესი შედეგებისა და გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას. მეტი გენდერული ბალანსი საზღვრებს მიღმა ასევე ხელს უწყობს მზარდ აზროვნებას – უფრო ფართო პერსპექტივების შემოტანას, რამაც შეიძლება წაახალისოს კრეატიულობა და შექმნას საქმის კეთების უკეთესი გზა“, – ამბობს კარიტა. ”და თუ გსურთ იყოთ ტალანტებისთვის მიმზიდველი დამსაქმებელი მაშინ გენდერული ბალანსი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.“ S

 

საერთაშორისო ბიზნესის ანგარიში

„გრანთ თორნთონის“ საერთაშორისო ბიზნესის ანგარიში (IBR) არის საშუალო ბაზრის ბიზნესის კვლევა. დაარსების შემდეგ, (1992 წლიდან) საერთაშორისო ბიზნესის ანგარიში (IBR) გვაწვდის მონაცემებს 28 ქვეყნის 10,000-ზე მეტი ბიზნესის ხედვასა და მოლოდინის შესახებ.

კითხვარები ითარგმნება ადგილობრივ ენებზე და საველე სამუშაოები ხორციელდება ყოველწლიურად როგორც ონლაინ, ასევე სატელეფონო ინტერვიუების საშუალებით. აღნიშნული გამოცემის მონაცემებისთვის, ინტერვიუები ჩატარდა ინდუსტრიის ყველა სექტორის აღმასრულებელ დირექტორებთან, მმართველ დირექტორებთან, თავმჯდომარეებთან ან სხვა მაღალ პოზიციებზე დასაქმებულებთან, 2022 წლის ოქტომბერი-ნოემბრის განმავლობაში.

„გრანთ თორნთონის“ ანგარიში ქალები ბიზნესში

https://www.grantthornton.global/en/insights/articles/About-IBR/

„გრანთ თორნთონი“ ავრცელებს ანგარიშებს მსოფლიოს საშუალო ბაზრის ბიზნესებს შორის, მენეჯმენტში გენდერული ბალანსის შესახებ, უკვე 19 წელია; ავლენს ბარიერებს და საჭირო ქმედებებს ცვლილებების მისაღებად.

2023 წლის ანგარიში ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

გრანთ თორნთონის ანგარიში – ქალები ბიზნესში

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *