საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ 20 მზისა და ქარის ელექტროსადგურის პოტენციალი არის შეფასებული. ამ სადგურების მშენებლობა პირობითად მომდევნო 10 წლის განმავლობაში არის განსაზღვრული. სახელმწიფო ელექტროსისტემის დოკუმენტის თანახმად, ამ ელექტროსადგურების ჯამური გამომუშავება 1257 მეგავატსაათი უნდა იყოს – შედარებისთვის, ეს ელექტროენერგია თითქმის ენგურჰესის გამომუშავების ტოლია, თუმცა მისი სპეციფიკის გამო, მაგალითად, მზის სადგური მხოლოდ – დღისით, ქარის სადგური კი მხოლოდ შესაბამისი კლიმატური პირობების დროს იქნება მოქმედი.
სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ 20 პოტენციური ელექტროსადგურის შეფასების მიუხედავად, უცნობია, განხორციელდება თუ არა ეს პროექტები.
დღეისთვის საქართველოში ალტერნატიული ენერგიის მხოლოდ ერთი – 21-მეგავატიანი გორის ქარის ელექტროსადგური მოქმედებს, რომელიც სახელმწიფოს მიერ EBRD-ისგან აღებული სესხით შეიქმნა და 2016 წლის დეკემბერში ამოქმედდა.
ალტერნატიული ენერგიის ელექტროსადგურები, რომელთა დასრულება მომდევნო 10 წლის ვადაში განიხილება (პროექტების უდიდესი ნაწილი განხორციელების დაწყების ეტაპისგან საკმაოდ შორსაა):
1) იმერეთი 1 ( – 300 მეგავატი, ამოქმედების სავარაუდო თარიღი 2023
2) რიკოთი (ქარის ელექტროსადგური) – 65 მეგავატი, ამოქმედების სავარაუდო თარიღი 2023
3) ფონა – 25 მეგავატი, ამოქმედების სავარაუდო თარიღი 2023
4) ცენტრალური ქარის ელექტროსადგური (იმერეთი) – 120 მეგავატი, ამოქმედების სავარაუდო თარიღი 2023
5) ნიგოზას ქარის ელექტროსადგური (შიდა ქართლი) – 40 მეგავატი, ამოქმედების სავარაუდო თარიღი 2023
6) თბილისის ქარის ელექტროსადგური – 49.5 მეგავატი, ამოქმედების სავარაუდო თარიღი 2023
7) კასპის ქარის ელექტროსადგური – 50 მეგავატი, ამოქმედების სავარაუდო თარიღი 2023
8) ქართლის ქარის ელექტროსადგური 2 – 100 მეგავატი, ამოქმედების სავარაუდო თარიღი არა აქვს
9) პირველი ქარის ელექტროსადგური (შიდა ქართვლი) – 110 მეგავატი, ამოქმედების სავარაუდო თარიღი არა აქვს
10) პირველი ქარის ელექტროსადგური 1 (შიდა ქართვლი) – 30 მეგავატი, ამოქმედების სავარაუდო თარიღი არა აქვს
11) სააკაძე – 15 მეგავატი, ამოქმედების სავარაუდო თარიღი არა აქვს
12) ზემო ქარის ელექტროსადგური (შიდა ქართლი) – 11 მეგავატი, ამოქმედების სავარაუდო თარიღი არა აქვს
13) ტყიბულის ქარის ელექტროსადგური – 50 მეგავატი, ამოქმედების სავარაუდო თარიღი არა აქვს
14) მარტყოფის ქარის ელექტროსადგური – 50.4 მეგავატი, ამოქმედების სავარაუდო თარიღი არა აქვს
15) ქუთაისის ქარის ელექტროსადგური – 50 მეგავატი, ამოქმედების სავარაუდო თარიღი არ აქვს
16) ფლევის ქარის ელექტროსადგური (შიდა ქართლი) – 34.5 მეგავატი, ამოქმედების სავარაუდო თარიღი არა აქვს
17) უდაბნოს მზის ელექტროსადგური – 5 მეგავატი, ამოქმედების სავარაუდო თარიღი 2021
18) გარეჯის მზის ელექტროსადგური – 15 მეგავატი, ამოქმედების სავარაუდო თარიღი არა აქვს
19) თბილისის მზის ელექტროსადგური – 50 მეგავატი, ამოქმედების სავარაუდო თარიღი არა აქვს
20) საგარეჯოს მზის ელექტროსადგური – 25 მეგავატი, ამოქმედების სავარაუდო თარიღი არა აქვს.