ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ მიმდინარე წლის იანვარში წარმოებულმა და მიწოდებულმა ელექტროენერგიამ 7 123 340 კილოვატსაათი შეადგინა, რაც 723 000 კილოვატსაათით აღემატება საპროგნოზო გამომუშავებას.
ქართლის ქარის ელექტროსადგურის ჩართვის დღიდან გამომუშავებული და მიწოდებული ელექტროენერგია 103 923 000 კილოვატსაათს შეადგენს.
სადგური ექსპლოატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა, კვალიფიციურ საწარმოდ კი 2017 წლის 27 იანვარს დარეგისტრირდა.
ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციები საფონდო ბირჟაზე, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს განთავსდება.
დატოვე კომენტარი