ქარის სადგურის აქციები საფონდო ბირჟაზე გაიყიდება. პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საჯარო შეთავაზებაში მონაწილეობის მიღება და ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციების შეძენა ნებისმიერ მოქალაქეს და ინვესტორს შეეძლება.
საჯარო შეთავაზება საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდება. პრემიერის თქმით, პრივატიზების მსგავს ფორმას მთავრობა სხვა პროექტებშიც გამოიყენებს და ამით საფონდო ბირჟის წახალისებას შეუწყობს ხელს.
შეგახსენებთ, რომ ქარის სადგურის წილის ელექტორნულ აუქციონზე გაყიდვა იყო დაგეგმილი. სადგური აუდიტორულმა კომპანიამ BDO შეაფასა.
ქართლის ქარის ელექტროსადგური სატესტო რეჟიმში 16 ნოემბერს ჩაირთო – ამ დრომდე კი სადგურმა თითქმის 51 მლნ კვტ.სთ გამოიმუშავა, გადაჭარბება დაახლოებით 3 მლნ კვტ.სთ. იყო. სადგური 27 იანვრიდან მოიხსნა სატესტო რეჟიმიდან და კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირდა.
დატოვე კომენტარი