ქართულ-ამერიკული ბიზნესშენადნობი

ქართულ-ამერიკული ბიზნესშენადნობი

მას შემდეგ რაც 1879 წელს აკაკი წერეთლის ინიციატივით იმერეთში მანგანუმის მოპოვება დაიწყო, ამ წიაღისეულის მოპოვება და გადამუშავება ჭიათურისა და ზოგადად იმერეთის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ღერძია. ჭიათურის საბადო მანგანუმის კონცენტრატებით ამარაგებს ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანას და ეს ორი კომპანია ვარციხის ჰიდროელექტროსადგურთან ერთად ფლორიდის შტატში, ქალაქ მაიამიში ოპერირებადმა კომპანია Georgian-American Alloys-მა შეიძინა. “ქართული მანგანუმის” შეძენის გადაწყვეტილების მიღებაზე დიდი გავლენა იქონია იმ ფაქტმა, რომ ძალიან იშვიათად არის შესაძლებელი საბადოს, ელექტროსადგურისა და ქარხნის ერთდროულად და ერთი კომპანიის შეძენის გზით დასაკუთრება. სილიკომანგანუმის წარმოების ყველა ეტაპის გაკონტროლებით კომპანიას შეუძლია ფასითა და ხარისხითა დიდი კონკურენცია გაუწიოს ამ სფეროში მოღვაწე ნებისმიერ ორგანიზაციას.

“ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ სათანადოდ შევაფასოთ სხვადასხვა საწარმოთა პოტენციალი და ამის შემდეგ ვიფიქროთ მათ შეძენაზე, ასე ვამყარებთ ჩვენი ორგანიზაციის პოზიციებს და ამით ვზრუნავთ Georgian-American Alloys-ის გაძლიერებასა და გაფართოვებაზე, ქართული მანგანუმის შეძენაც ამას ადასტურებს.” – აცხადებენ “ქართულ-ამერიკულ შენადნობებში”

„ქართულ-ამერიკული შენადნობები” ქვეყანაში სტანდარტული და უმაღლესი მარკის სილიკომანგანუმის მოწინავე მწარმოებელია. ფეროშნადნობთა ბიზნეს პორტფელის შედგენასა და საერთაშორისო ბაზარზე შეღწევის ზრდასთან ერთად „ქართულ-ამერიკული შენადნობების” სტრატეგიული მონაპოვარი ხელს უწყობს საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაძლიერებას და ამასთან ქართული ეკონომიკის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია.

კომპანიას სურს კაპიტალდაბანდებითა და სხვადასხვა რესურსებით აღჭურვით, ოპერაციების გამარტივებით, ეკონომიითა და კლიენტების მომსახურების მაღალი დონით ქართული მანგანუმის ზრდის შესაძლებლობების მაქსიმიზაცია მოხდეს, გარდა ამისა კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს თავისი თანამშრომლების პოტენციალი, აბანდებს რა დიდ კაპიტალს მათ ჯანმრთელობაში, უსაფრთხოებასა და სწავლებაში. „ქართულ-ამერიკული შენადნობი” თანამშრომლობს ზესტაფონისა და ჭიათურის ტერიტორიაზე მოქმედ პროფკავშირებთან, რათა უზრუნველყოს ყველა თანამშრომლისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობა სოციალურ გარანტიებზე, შეღავათებსა თუ პრივილეგიებზე (მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი პროფგაერთიანების წევრები). ერთობლივ შეთანხმებაში საუბარია მხარეების მოვალეობებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და სამუშაო პროცესის დაუბრკოლებელი მსვლელობა. კომპანიაში თვლიან, რომ ასეთი ტიპის მჭიდრო ურთიერთობა პროფკავშირებთან და თანამშრომლებთან იქნება გარანტი პროფესიონალური განვითარებისა და „ქართულ-ამერიკული შენადნობის” კონკურენტუნარიანობის ზრდისა ბაზარზე.

„ქართული მანგანუმი”, რომელსაც იმერეთის რეგიონში სამი დანაყოფი აქვს – ჭიათურის მანგანუმის საბადო, ზესტაფონის ფეროშნადნობთა ქარხანა და ვარციხის ჰიდროელექტროსადგური, ქვეყანაში ერთ-ერთი მოწინავე დამსაქმებელია, რომელიც ფეროშნადნობთა ინდუსტრიის წამყვან ძალას წარმოადგენს. ქართულ მანგანუმს დღეს 6000-მდე თანამშრომელი ჰყავს, მათ მიერ მოპოვებული და გადამუშავებული წიაღისეული საქართველოსდან საექპორტოდ გასული ლითონების 90%-ს შეადგენს.
„ქართულ-ამერიკული შენადნობების” აღმასრულებელი გუნდი, რომელიც ადრე ამ სამი საწარმოს სამენეჯმენტო ზედამხედველობას ასრულებდა, კარგად იცნობს „ქართული მანგანუმის” უნიკალურ საორგანიზაციო სტრუქტურას და კომპანიის პოტენციალს. „ქართულ-ამერიკული შენადნობები” ამ პოტენციალის გაზრდას გეგმავს კაპიტალისა და სხვა რესურსების უზრუნველყოფის გზით, რაც აუცილებელია უფრო ეფექტური საწარმოო სიმძლავრის შესაქმნელად.

შენაძენის სტრატეგიულ ხასიათთან და „ქართული მანგანუმის” გეგმებთან დაკავშირებით მორდეხაი „მოტი” კორფი, „ქართულ-ამერიკული შენადნობების” აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა: „ეს შეთანხმება მრავალ გრძელვადიან ორმხრივ სარგებელს მოიტანს როგორც ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე საქართველოსთვის. ჩვენ „ქართულ მანგანუმს” განვიხილავთ როგორც „ქართულ-ამერიკული შენადნობების” მომავალი წარმატების კომპონენტს, რომელიც ჩვენი გლობალური ზრდისა და სინერგიის მიღწევის საშუალებას მოგვცემს, რომელიც შემდგომში ჩვენს მომხარებელს მიეწოდება.” ამ ეტაპზე Georgian-American Alloys დამატებით კომპანიების შეძენას არ გეგმავს, რადგან სურს უკვე შეძენილი კომპანიების ოპტიმიზაცია და მათი პოტენციალის სრულად გამოყენება.

მადნის, გამამდიდრებელი ქარხნისა და ჰესის იშვიათმა კომბინაციამ ეს შენაძენი მიმზიდველი გახადა „ქართულ-ამერიკული შენადნობებისთვის”. აკონტროლებს რა სილიკომანგანუმის საწარმოო პროცესის ყველა ასპექტს, „ქართულ-ამერიკულ შენადნობებს” სჯერა, რომ იგი მიაღწევს მნიშვნელოვან ოპერაციულ და ღირებულებით უპირატესობებს, რომელიც აშკარა კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს. მსგავსად იმისა, თუ როგორ მართავს იგი სხვა შვილობილ კომპანიებს, როგორიცაა ჩრდილოეთ ამერიკის Felman Production, LLC, Felman Trading, Inc., და CC Metals & Alloys, LLC, „ქართულ-ამერიკული შენადნობები” აპირებს გამოიყენოს თავისი ფინანსური შესაძლებლობები „ქართული მანგანუმის” აღჭურვილობისა და წარმოების მეთოდების განახლების მიზნით. ამ განახლებებით მიღწეული შრომის ეფექტურობა უფრო შესაბამის და სტაბილურ გარემოს შექმნის „ქართული მანგანუმისთვის”.

აღსანიშნავია, რომ Georgian-American Alloys-ს სილიკომანგანუმის ამერიკული ბაზრის 50% უჭირავს, ქართული მანგანუმის შეძენა კი მას უქმნის წინაპირობას მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს სხვა ქვეყნების სილიკომანგანუმის წარმოება/რეალიზაციის ბაზარში, რაც ახალი კლიენტების გაჩენასა და კომპანიის ფინანსურ ზრდას უზრუნველყოფს.

კომპანიის მუშაობის მოდელი ეფექტურობისა და სტაბილურობის ამაღლებაზეა ის გეგმავს უფრო დიდი ინვესტიციების ჩადებას ქართულ ნედლეულში და მისი გადამუშავების პროცესის ოპტიმიზაციაში იმისთვის, რომ უფრო დაჩქარდეს და ხარისხიანი გახდეს წარმოების პროცესი. ეს არა მხოლოდ კომპანიის კეთილდღეობაზე იმოქმედებს დადებითად, არამედ საქართველოზეც.

„ქართული მანგანუმის” სამივე საწარმოს საკმაოდ მდიდარი და დიდი ისტორია აქვს. მან მოახერხა მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებასთან არის დაკავშირებული. გლობალური ფეროშენადნობების ინდუსტრიაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს და “ქართულ-ამერიკული შენადნობები” ამ ინსტიტუციების სიძლიერისა და მდგრადობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

ჭიათურის საბადო და მისი საწარმოები 100 კილომეტრზეა გადაჭიმული, რომლებსაც მდინარე ყვირილა ორ ნაწილად ჰყოფს. მდინარის ღრმა ხეობა 13 მაღლობს ქმნის. თითოეულ მათგანს გეოლოგიური სტრუქტურა აქვს, რომლებიც უპირატესად მეზოზოური სედიმენტური ქანებისგან შედგება. მინერალური რესურსების მდიდარ საბადოსთან ერთად, ეს ტერიტორია ასევე იდეალური ადგილია ლოგისტიკური და ოპერაციული თვალსაზრისით, რადგან ის სულ რაღაც 45 კილომეტრით არის დაშორებული ზესტაფონიდან და ახლოს არის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან.

ჭიათურის საბადოში სამი ძირითადი სახის მანგანუმს მოიპოვებენ კირქვიდან და ქვიშაქვის კონგლომერატისგან, ესენია კარბონატი, ოქსიდი და პეროქსიდი. სულ, მანგანუმის მადნის მოპოვება ხორციელდება ოთხ სრულად ფუნქციონირებად საბადოზე და სამ ღია კარიერზე. ამოღებული მასალა ზესტაფონში და სხვა გადამამუშავებელ საწარმოებში იგზავნება შემდგომი დამუშავების მიზნით. გარდა ამისა, ჭიათურის საბადოში ლითონის გამამდიდრებელი მრავალი საწარმოა, რომლებიც ამ მადანს იყენებენ მანგანუმის სხვადასხვა მარკის კონცენტრატების და სხვა პროდუქტების დასამზადებლად. ჭიათურის საბადოში შესაძლებელია წელიწადში დაახლოებით 261,000 მეტრული ტონა მანგანუმის კონცენტრატის წარმოება.

ზესტაფონის ფერომანგანუმის ქარხანა, რომელიც 1933 წელს ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაძემ გიორგი ნიკოლაძემ დააარსა, გაფართოვდა და საქართველოში უდიდეს სილიკომანგანუმის ქარხნად გადაიქცა, რომელიც 130 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გადაჭიმული. საწარმოს სიახლოვეს მდებარეობენ „ქართული მანგანუმის” ხელმძღვანელობის ქვეშ მომუშავე ფილიალები, ახლოს არის სარკინიგზო კვანძი, ამიერკავკასიის მაგისტრალი და სხვა მთავარი სატრანსპორტო საშუალებები.

ზესტაფონში არის ხუთი ელექტრორკალური ღუმელი, რომლებიც ჰაერის გასაფილტრი უახლესი დანადგარებით არის აღჭურვილი, სააგლომერაციო საწარმო და განახლებული მანგანუმის ბრიკეტების საამქრო. მანამდე, კომპანია „ქართულ-ამერიკული შენადნობები” მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საწარმოს ინფრასტრუქტურის განახლების საქმეში – მან საწარმოს შემატა ახალი ელექტროხიდური ამწე, განაახლა საჩამომსხმელო დანადგარი და გააუმჯობესა ფილტრაციის სისტემა. მან 2012 წელს 187,000 მეტრულ ტონაზე მეტი სილოკომანგანუმი აწარმოა. ზესტაფონის პროდუქცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყიდება – აშშ, კანადა, ინგლისი, იაპონია და საფრანგეთი ფართე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით, რომელიც ეკუთვნის „ქართულ-ამერიკული შენადნობების” Felman Trading, Inc.

ვარციხის ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც 1972 წელს აშენდა, სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს – მდ. რიონის, ყვირილას, ხანისწყლის, წაბლარისწყლის და წყალწითელას სიახლოვეს. საწარმო რამდენჯერმე განაახლეს წლების განმავლობაში. ამჟამად იგი ოთხ ჰესს მოიცავს, თითოეულს ორი ჰიდრო გენერატორი აქვს მაქს. სიმძლავრით 23 მეგავატი. ვარციხეში დაახლოებით 725,000,000 კილოვატი ენერგიის წარმოებაა შესაძლებელი საათში.
Georgian-American Alloys წარსულ წარმატებასა და სამომავლო გეგმებზე დაყრდნობით აპირებს შეინარჩუნოს თავისი წამყვანი პოზიცია ბაზარზე და უფრო განავითაროს ნედლეულის მოპოვებისა და გადამუშავების პროცესი.

 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *