საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 49.84 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 507.96 მლნ ლარით, ანუ 1.03%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 701.22 მლნ ლარით, 3.63%-ით გაიზარდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 193.25 მლნ ლარით, ანუ 0.64%-ით შემცირდა.
დეპოზიტების ლარიზაცია ოქტომბერში 0.15 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 49.67% შეადგინა.
ცნობისთვის, ლარიზაცია (ინგლისურად Larization) არის საქართველოში ლარის გამოყენების წილი სხვა ვალუტებთან შედარებით. შეიძლება ითქვას, ლარიზაცია კომერციულ ბანკებში განთავსებულ მთლიან დეპოზიტებში ლარში განთავსებული დეპოზიტების წილია.
სებ-ის თანახმად, ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.16% შეადგინა, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.44%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.09%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.18%, ხოლო ევროს წილმა 19.74% შეადგინა.