ქართული ბანკების წმინდა მოგების მაჩვენებლები

ქართული ბანკების წმინდა მოგების მაჩვენებლები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ბანკების მოგება-ზარალის უწყისებიდან ირკვევა, რომ პირველ კვარტალში ყველაზე მეტი წმინდა მოგება  – 118.4 მლნ ლარი „საქართველოს ბანკს“ ჰქონდა, რომელიც 342%-ით მეტია 2016 წლის პირველი კვარტლის მოგებაზე. მეორე ადგილზე „თიბისი ბანკია“ 66.5 მლნ ლარით, რაც 81%-ით მეტია წინა წლის პირველი კვარტლის მოგებაზე. მესამეზე „რესპუბლიკა ბანკია“ (რომელიც უკვე „თიბისი ბანკს“ შეუერთდა) 21.6 მლნ ლარით.

წმინდა მოგების ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა „ხალიკ ბანკი“, რომლის მოგებაც 364%-ით გაიზარდა და 3.8 მლნ ლარი შეადგინა. 15%-ით შემცირდა „ბანკი ქართუს“ მოგება და 5.4 მლნ ლარი შეადგინა. ყველაზე მეტად „იშ ბანკის“ მოგება შემცირდა – 120%-ით. ის ერთადერთი ბანკია, რომელმაც პირველი კვარტალი ზარალით დაასრულა.

პირველ კვარტალში ყველა ბანკმა ერთად 258 მლნ ლარის წმინდა მოგება ნახა, რომლის 80% სამ მსხვილ ბანკზე მოდის.

 

 

ბანკის დასახელება

2017 წლის პირველი კვარტლის მოგება,   მლნ ლარებში

მოგების ცვლილება 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით

1

საქართველოს ბანკი

118.4

342%

2

თიბისი ბანკი

66.5

81%

3

რესპუბლიკა

21.6

65%

4

ვითიბი ბანკი ჯორჯია

10.2

193%

5

ლიბერთი ბანკი

9.7

124%

6

ბაზისბანკი

8.0

13%

7

ბანკი ქართუ

5.4

-15%

8

ტერაბანკი

5.4

325%

9

ხალიკ ბანკი

3.8

364%

10

პროკრედიტ ბანკი

3.4

-34%

11

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი

1.8

9%

12

კრედო ბანკი

1.7

13

პაშა ბანკი

1.4

-23%

14

ზირაათ ბანკი

0.5

2%

15

ფინკა ბანკი

0.3

21%

16

სილქ როუდ ბანკი

0.2

102%

17

იშ ბანკი

-0.3

-120%

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *