ქართულ ინტერნეტსივრცეში ახალი ინოვაციური სერვისი გამოჩნდა. თუკი აქამდე რეზიუმეს შესადგენად მცირე მოკვლევისა და დიდი ძალისხმევის დახარჯვა გჭირდებოდათ, gocv.ge უფრო მარტივ გზასა და ავტომატიზებულ პროცესს გთავაზობთ.
gocv მესენჯერ ბოტია, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ თანამედროვე CV, ფეისბუქ მესენჯერის სივრციდან გაუსვლელად. ამისთვის საკმარისია მიჰყვეთ ბოტს დიალოგში და მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ. ხოლო, თუკი პროცესში რამე დაგავიწყდებათ ან დამატებითი დეტალის დაზუსტება გახდება საჭირო, ბოტთან დიალოგის შეწყვეტა ან განახლება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
რეზიუმეს გენერირების პროცესი ძალიან მარტივია, პირველ რიგში, ჩეთბოტს უნდა მიაწოდოთ ის ინფორმაცია, რომლის ასახვაც გსურს დოკუმენტში.
რა ინფორმაცია შემიძლია მივუთითო?
- ზოგადი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტო, პროფილის სათაური და პროფილის აღწერა;
- საკონტაქტო ინფორმაცია;
- განათლება;
- აკადემიური აქტივობა (სემინარები, ტრენინგები და სხვ.);
- სამუშაო გამოცდილება (უფლება მოვალეობების და მიღწევების ჩათვლით);
- უნარები და კომპეტენციები (ენები, საოფისე და სხვა პროგრამები, პირადი თვისებები და პროფესიული კომპეტენციები);
- რეკომენდატორები;
- სამოტივაციო წერილი;
- პორტფოლიო (შესრულებული პროექტები);
შემდეგ ირჩევთ CV-ის შაბლონს, რომელშიც გსურთ ინფორმაციის განლაგება.
Gocv ამჟამად სამ განსხვავებულ შაბლონს გთავაზობთ, თუმცა მუშავდება კიდევ რამდენიმე ვარიანტი, რომელიც ახლო მომავალში გაზრდის არჩევანს.
რაც შეეხება მზა რეზიუმეს, დოკუმენტს PDF ფორმატში თქვენ მიერვე მითითებულ ელ. ფოსტაზე მომენტალურად – მოთხოვნიდან რამდენიმე წამში მიიღებთ.
ცნობისთვის, ბოტი ორენოვანია – მასთან ურთიერთობა მომხმარებელს ქართულ და ინგლისურ ენებზე შეუძლია. შესაბამისად, CV-ის დამზადებაც ორივე ენაზეა შესაძლებელი.
Gocv-ს ასევე აქვს ინფორმაციის დამალვის ან გამოჩენის ფუნქცია. აღნიშნული ფუნქციონალი დაგეხმარებათ რეზიუმე ნებისმიერ დროს კონკრეტულ ვაკანსიას მოარგოთ.
რა ღირს CV-ის დამზადება?
CV-ის შაბლონს, რომელიც თქვეს მოთხოვნებს შეესაბამება, ერთჯერადად ყიდულობთ 5 ლარად. თუმცა, პროექტის საწყის ეტაპზე ყველა შაბლონის სიმბოლური ფასი 1 ლარია. ფასში შედის ორ ენაზე (ქართულად და ინგლისურად) CV-ის შექმნის შესაძლებლობა, ინფორმაციის განახლების და რედაქტირების შეუზღუდავი შესაძლებლობა და მზა დოკუმენტის ხელახლა გამოგზავნა.
შეძენის გადაწყვეტილებას აადვილებს CV-ის სადემონსტრაციო ვერსია, რომელსაც ასევე რამდენიმე წამში იღებ ელ. ფოსტაზე. მისი დახმარებით ნახავთ, როგორ გამოიყურება დასრულებული CV და რაში უნდა გადაიხადოთ თანხა.
პროექტის ავტორია კომპანია gocv.ge, რომელმაც თავისი პირველი CV-ის გენერატორი ვებ პლატფორმაზე 2016 წელს ჩართო. ის ახლაც ფუნქციონირებს და მისი სერვისით 5 წლის განმავლობაში 17,000 -ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა. მალე მას სრულად ჩაანაცვლებს მესინჯერ ბოტი, რომლის ინტეგრირებაც ვებპლატფორმაზე უკვე დაწყებულია.
დატოვე კომენტარი