ვიზა Fintech-ის სტარტაპების გლობალური კონკურსის „Visa Everywhere Initiative 2021“ ფინალს 2021 წლის 14 სექტემბერს გამართავს.
გლობალური ინიციატივა „Visa Everywhere Initiative“, როგორც პროგრამა, ფინტექ ინოვატორებს მსოფლიო სტარტაპების ქსელთან აკავშირებს, ხოლო როგორც კონკურსი, ქმნის პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს კომპანიების წარმოჩენას ექსპერტების წინაშე, ასევე წარმოადგენს პრიზების მოპოვებისა და ფართო აუდიტორიისთვის თავის გაცნობის საშუალებას.
მონაწილეობის მსურველებმა, პირველ ეტაპზე, კონკურსის წესებისა და პირობების გათვალისწინებით, უნდა შეავსონ ონლაინ განაცხადი ბმულზე – www.visa.com. , რის შემდეგაც კონკურსის ჟიური, ხუთი – ლათინური ამერიკა, აზია-წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონიდან, არჩევს თითო გამარჯვებულს, რომლებიც კონკურსის დასკვნით, გლობალურ ფინალში უპირისპირდებიან ერთმანეთს.
წელს, CEMEA-ს რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა და საკონკურსო ჯილდო 15,000 აშშ დოლარი გადაეცა Payze-ს საქართველოდან. გლობალური კონკურსის ფინალი გაიმართება 14 სექტემბერს, სადაც Payze მიიღებს მონაწილეობას. საპრიზო ფონდი შეადგენს 100,000 აშშ დოლარს, მათ შორის გამარჯვებულისთვის განკუთვნილია 50 000 აშშ დოლარი.
„ჩვენ განსაკუთრებულად ვამაყობთ, რომ 14 სექტემბერს, გლობალური კონკურსის – Visa Everywhere Initiative ფინალურ ეტაპზე Payze ეროვნული სიამაყით წარადგენს საქართველოს და მთლიანად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ფინტექ და სტარტაპ კომპანიები, მუდმივი განვითარების მამოძრავებელი ძალაა და კონკურსის უნიკალური იდეა, მსოფლიო მასშტაბით ინოვაციების დანერგვის კულტურის ჩამოყალიბებაში ეხმარება, ასევე ბრენდის გლობალურად აღიარებისა და Visa-თან თანამშრომლობის შესაძლებლობას ზრდის. წარმატებებს ვუსურვებთ ფეიზის კონკურსის ფინალურ ეტაპზე!“ განაცხადა დიანა კიღურაძემ, ვიზას რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
გიორგი წურწუმიამ და კახა გელაშვილმა, 2020 წელს, დააარსეს ინოვაციური კომპანია, Payze, რომელიც დსთ-ს ქვეყნებში ნებისმიერი ტიპის ბიზნესს უზრუნველყოფს გადახდების ონლაინ მიღების მრავალფუნქციური პლატფორმით მსოფლიო მასშტაბით. 2021 წლის აპრილში, განხორციელებული ელექტრონული ტრანზაქციების მიხედვით, კომპანიამ 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს გაუწია მომსახურება, რაც მთლიან მოგებას 35%-ით ზრდის ყოველთვიურად.
„Visa Everywhere Initiative – გახლავთ ინოვაციური პროგრამა, რომელიც ფინტექ კომპანიებისთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ქმნის. კონკურსის პლათფორმა, საუკეთესო ფინტექ პროდუქტებს სტარტაპების ერთიან ქსელთან აკავშირებს, ხელს უწყობს ბრენდის გლობალურ აღიარებასა და ვიზასთან პარტნიორობის პროცესს. ჩვენთვის დიდი პატივია და ძალიან ვამაყობთ, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის გამარჯვებული ვართ და კონკურსის ფინალურ ეტაპზე საქართველოს და რეგიონის სახელით წარვსდგებით,“ აღნიშნა გიორგი წურწუმიამ, ფეიზის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.
კონკურსის ფინალის ონლაინ მხარდაჭერას მედია პარტნიორის რანგში, პირდაპირი ტრანსლაციის ფორმატში უმასპინძლებს ტექნოლოგიურ ინდუსტრიებზე ორიენტირებული წამყვანი ონლაინ გამოცემაა – TechCrunch და მისი წამყვანი ნეეშა ტამბე. პირდაპირი ტრანსლაციის ყურება შესაძლებელია – ბმულზე.
ფეიზის ერთ-ერთი დამფუძნებლის – გიორგი წურწუმიასა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის, Visa-ს პროდუქტებისა და სოლუშენის მიმართულების ხელმძღვანელი ოტო ვილიამსის დისკუსიის მოსასმენად, მიჰყევით – ბმულს.
„Visa Everywhere Initiative“-ის შესახებ
„Visa Everywhere Initiative“ არის გლობალური ინოვაციების პროგრამა, რომელიც ფინტექებსა და სტარტაპ კომპანიებს ელექტრონული გადახდებისა და კომერციის მიმართულების ტექნოლოგიური გამოწვევების ინოვაციური გზით გადაჭრას სთავაზობს. პროგრამა პირველად 2015 წელს აშშ-ში შეიქმნა და მალე გაფართოვდა და გადაიქცა გლობალურ პროგრამად, და რომელშიც თითქმის 7,000 სტარტაპია გაერთიანებული. დღეისათვის ამ სტარტაპებმა ჯამში 2.5 მილიარდი აშშ დოლარის დაფინანსება მიიღეს. ხოლო პროგრამა ექვს კონტინენტზე და – 100-ზე მეტ ქვეყანაში დაინერგა. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს – visa.com.
დატოვე კომენტარი