2018 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან აზერბაიჯანში 120 მილიონი დოლარის პროდუქცია შევიდა, რაც 2017 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელზე 164%-ით, 75 მილიონი დოლარით მეტია. თუმცა, აზერბაიჯანში ექსპორტი ჯერ კიდევ ჩამორჩება 2012-2014 წლების იანვარ-აპრილის მაჩვენებლებს (საშუალოდ 189 მილიონი დოლარი). 2015 წლიდან დაფიქსირებული რადიკალური კლება აზერბაიჯანში მსუბუქ ავტომობილების შეყვანაზე დაწესებულმა რეგულაციებმა განაპირობა.
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტი 27.5 მილიონი დოლარით გაიზარდა. 2017 წლის ოთხ თვეში 357 ცალი ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2018 წლის ოთხ თვეში 1 995 ცალის.
ავტომობილების შემდეგ, აზერბაიჯანში შეტანილ პროდუქციაში ყველა მაღალი ღირებულების თამბაქოა. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში თამბაქოს ექსპორტმა 22.3 მილიონი დოლარი შეადგინა. გასულ წლის დასაწყისში თამბაქოს ექსპორტი არ ხორციელდებოდა.
ექსპორტ-იმპორტის ჯამით აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მე-3 ადგილს იკავებს, თურქეთის და რუსეთის შემდეგ. იანვარ-აპრილში აზერბაიჯანიდან იმპორტმა 243 მილიონი დოლარი შეადგინა, აქედან 200 მილიონ დოლარამდე ბუნებრივი აირის, ნავთობის და ელექტროენერგიის იმპორტია.
გრაფიკი: საქართველოს ექსპორტი აზერბაიჯანში, იანვარ-აპრილი, მილიონი დოლარი
დატოვე კომენტარი