ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 60 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 13%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 142 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22% შეადგინა.
American Association of Wine Economists-ის (AAWE) მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, 2014-16 წლებში, ექსპორტზე გატანილი 1 ლიტრი ღვინის საშუალო ღირებულებით – 3,49 აშშ დოლარი – საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს. AAWE – “ღვინის ეკონიმისტების ამერიკული ასოციაცია” პრესტიჟული ამერიკული ორგანიზაციაა და მის მიერ შედგენილი რეიტინგით პირველ ადგილს საფრანგეთი იკავებს ($6.59), მას მოსდევს ახალი ზელანდია ($5.39), მესამე ადგილზე კი ამერიკის შეერთებული შტატებია ($3.68). საქართველოს ერთი ადგილით ავსტრია უსწრებს, რომელიც რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს ($3.51). საქართველოს რეიტინგში ჩამორჩებიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ხორვატია ($3.41), არგენტინა ($3.11), პორტუგალია ($3.07), გერმანია ($3.06), იტალია ($3.06) და ა.შ.
ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია – 68% (172 673 ბოთლი), პოლონეთი – 32% (2 465 541) და დიდი ბრიტანეთი – 22% (67 310); ასევე ევროპისა და ამერიკის მიმართულებით: რუმინეთი – 390% (84 654), ჩეხეთი – 69% (310 50)), ნიდერლანდები – 47% (60 309), გერმანია – 22% (349 216), ლიეტუვა – 18% (331 620), ესტონეთი – 16% (420 704), კანადა -13% (119 418), საფრანგეთი – 11% (107 126), ლატვია – 9% (1 245 324) და ა.შ.; ასევე ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: თურქმენეთი – 80% (120 294), ყირგიზეთი – 54% (179 610), ყაზახეთი – 30% (2 658 224), მონღოლეთი – 44% (162 390), უკრაინა – 27% (6 746 598), ბელარუსი 13% (1 188 822), რუსეთი – 11% (37 064 677) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (37 064 677), უკრაინა (6 746 598), ჩინეთი (4 821 937), ყაზახეთი (2 658 224) და პოლონეთი (2 465 541).
დატოვე კომენტარი