ქართული ტელეარხები ყველაზე მეტი კომერციული რეკლამით

ქართული ტელეარხები ყველაზე მეტი კომერციული რეკლამით

“აიფიემ კვლევები” 2017 წლის მონიტორინგში შემავალ ტელევიზიებში გასული რეკლამების სტატისტიკას აქვეყნებს.

2017 წლის განმავლობაში მონიტორინგი განხორციელდა 12 სატელევიზიო არხზე:

• 1 არხი
• 2 არხი
• აჭარა
• კომედი არხი
• ჯიდიესი
• ტელე იმედი
• კავკასია
• მაესტრო
• მარაო
• მიუზიკ ბოქსი
• რუსთავი 2
• ტვ პირველი

მონიტორინგი ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით. რეკლამის ტიპოლოგიიდან გამომდინარე აღიწერება კომერციული, სასპონსორო და „ტვ შოპის“ ტიპის რეკლამების გასვლების რაოდენობა, ქრონომეტრაჟი და რეკლამის ოფიციალური ღირებულება.

სულ 2017 წელს ტელეეთერში განთავსდა 892 805 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟი – 19 507 455 წმ. ინვესტიციამ კი ოფიციალური „პრაის ლისტის“ მიხედვით შეადგინა – 594 115 225 აშშ დოლარი.

გრაფიკზე წარმოდგენილია ტელევიზიების წილები საერთო სარეკლამო ბადიდან. როგორც გრაფიკიდან ჩანს, ყველა ტიპის რეკლამების რაოდენობის ჭრილში პირველ ადგილზეა ტვ პირველი, სადაც 2017 წლის განმავლობაში სულ განთავსდა 181 687 სარეკლამო რგოლი, მეორე ადგილზეა რუსთავი 2 – 154 871 რგოლით, მესამე ადგილი დაისაკუთრა ტელე იმედმა – 138 370 რგოლი.

სულ წლის განმავლობაში ტელევიზიებით განთავსდა 729 573 კომერციული რეკლამა. აქედან ყველაზე მეტი კომერციული რეკლამა ასევე ეკუთვნის ტვ პირველს – 134 175 რგოლი, რაც წილობრივად 12 -ვე არხზე გასული რეკლამებიდან შეადგენს 18,39 %, მეორე მესამე ადგილები დაიკავეს: რუსთავი 2 მა – 14,21% და ტელე იმედმა – 14,16%. 

ტვ პირველი რეკლამების რაოდენობის ჭრილში ლიდერობას თმობს მხოლოდ სასპონსორო და ტვ შოპის რეკლამების ტიპებში. პირველ შემთხვევაში მას უსწრებს რუსთავი 2 – 4106 რგოლით, მეორე შემთხვევაში კი ლიდერია ტელეკომპანია კავკასია. უნდა აღინიშნოს, რომ ტვ შოპის რეკლამა მხოლოდ ტვ პირველზე და ტელეკომპანია კავკასიის ეთერში გადიოდა.

სულ სასპონსორო რგოლების რაოდენობა იყო 156 916 რგოლი. რეკლამის მონიტორინგის ფარგლებში, ინვესტიციის პარამეტრი გამოითვლება ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით, ასევე მონიტორინგში ვერ ხვდება სასპონსორო რგოლების ღირებულების ამსახველი ინფორმაცია, რადგან ეს უკანასკნელი წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. შესაბამისად, მონიტორინგში გვაქვს მხოლოდ ოფიციალურად გაცხადებული ფასების მიხედვით კომერციულ რეკლამის ინვესტიციის მოცულობის შესახებ ინფორმაცია, რაც სავსებით საკმარისია იმის დასადგენად, თუ რომელი კომპანია გახდა 2017 წლის ყველაზე შემოსავლიან ტელევიზიად.

ტვ პირველი წლის ლიდერის პოზიციებს თმობს ინვესტიციის პარამეტრში. წლის შეჯამებული მონაცემებით. ყველაზე შემოსავლიანი ტელევიზიაა ტელე იმედი – 31,11%, მეორე ადგილს იკავებს წინა წლების ლიდერი კომპანია რუსთავი 2 – 30,80 %, რაც შეეხება ტვ პირველს ინვესტიციის პარამეტრში კომპანია იკავებს მეექვსე ადგილს და მისი წილი 4,39% ია.

დატოვე კომენტარი

1 კომენტარი

  1. Hello, i feel that i saw you visited my site thus i got here to return the desire?.I’m trying to in finding issues to enhance my web site!I suppose its ok to use a few of your ideas!!
    casino en ligne
    Yes! Finally someone writes about sss.
    casino en ligne France
    I’m more than happy to discover this page. I need to to thank you for ones time for this particularly wonderful read!! I definitely appreciated every part of it and i also have you bookmarked to see new things on your blog.
    casino en ligne France
    I pay a visit every day a few web pages and blogs to read posts, except this weblog offers quality based writing.
    casino en ligne
    Spot on with this write-up, I truly think this web site needs much more attention. I’ll probably be returning to read through more, thanks for the information!
    casino en ligne
    This article will help the internet users for setting up new website or even a blog from start to end.
    casino en ligne
    Hey there, You’ve done a fantastic job. I’ll definitely digg it and personally suggest to my friends. I am sure they’ll be benefited from this website.
    casino en ligne
    Excellent pieces. Keep writing such kind of info on your blog. Im really impressed by your site. Hey there, You have done a fantastic job. I will definitely digg it and for my part suggest to my friends. I am sure they will be benefited from this site.
    casino en ligne France
    You have made some really good points there. I looked on the internet for additional information about the issue and found most individuals will go along with your views on this site.
    casino en ligne France
    I quite like looking through a post that can make men and women think. Also, thank you for permitting me to comment!
    casino en ligne France

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *