ქართველების მიერ დაფუძნებული ფინტექ კომპანია Raisin გერმანული MHB Bank-ის შეძენას გეგმავს. MHB გერმანიაში საბანკო სერვისების ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელი საფინანსო ორგანიზაციაა.
ამ ეტაპზე გარიგების ზუსტი დეტალები ცნობილი არაა და ის ჯერჯერობით რეგულატორის თანხმობას საჭიროებს.
Raisin-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი თამაზ გიორგაძეა. Techcrunch-ის ცნობით, Raisin-მა ახლახან შეძლო $114 მილიონის ინვესტიციის მოპოვება. კომპანია 2013 წელს დაფუძნდა და ის გერმანიაშია ბაზირებული. მათ მიერ შექმნილი პლატფორმა მომხმარებელს ეხმარება მასზე მორგებული სადეპოზიტო პროდუქტი შეიძინოს. სერვისს მომხმარებლები მსოფლიოს 31 ქვეყნიდან ჰყავს.
MHB-ის შეძენით Raisin-ი საფინანსო ბაზარზე გაფართოვებას და სერვისების განვითარებას ელოდება.
გიორგაძე ამბობს, რომ საბანკო ლიცენზიის არქონა მათი კომპანიისთვის დაბრკოლებას წარმოადგენდა ევროპაში გაფართოვების პროცესში.
დატოვე კომენტარი