წლის პირველ 6 თვეში რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათებით ქვეყნის გარეთ განხორციელებულმა ოპერაციებმა 598 193 328 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით გაზრდილი მაჩვენებელია: 2016 წლის პირველ ორ კვარტალში ქართველებმა საზღვარგარეთ საგადახდო ბარათებით 447,7 მილიონი ლარი დახარჯეს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, მხოლოდ ივნისში საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ საბანკო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 112,7 მლნ ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში ჯამში საზღვარგარეთ 597 933 საბანკო ოპერაცია განხორციელდა.
წლის პირველ კვარტალში ქართველების მიერ საზღვარგარეთ საგადახდო ბარათებით 318,8 მილიონი ლარის ოპერაციები შესრულდა.
დატოვე კომენტარი