ქართველი ვიზიტორები საზღვარგარეთ ყველაზე მეტ თანხას საკვებსა და სასმელზე ხარჯავენ - საქსტატი

ქართველი ვიზიტორები საზღვარგარეთ ყველაზე მეტ თანხას საკვებსა და სასმელზე ხარჯავენ - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა პირველ კვარტალში 19.3 ათასი, ხოლო 2021 წლის მეორე კვარტალში თითქმის ორჯერ მეტი 34.4 ათასი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საზღვარგარეთ სხვადასხვა მიზნით საქართველოს დაახლოებით 160 ათასი რეზიდენტი იმყოფებოდა.

რეზიდენტების უმრავლესობა, რომლებიც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, მამაკაცია. პირველ კვარტალში ვიზიტორების 81.5% მამაკაცი, ხოლო 18.5% ქალი იყო. მეორე კვარტალში მონაცემები ოდნავ შეიცვალა და ვიზიტორთა უკვე 23.6% იყო ქალი და 76.4% მამაკაცი.

რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფს, აღსანიშნავია, რომ ვიზიტორთა 51%  31–50 წლის ადამიანები იყვნენ. ვიზიტორთა დაახლოებით 23% მოექცა 15–30 წლის კატეგორიაში, ხოლო დანარჩენი 24%  51–70 წლის ადამიანები იყვნენ.

ვიზიტის მთავარი მიზანი კვლავაც ახლობლებისა და მეგობრების მონახულებაა. გამოკითხულთა 34.5% საზღვარგარეთ წასვლის მთავარ მიზეზად სწორედ ამას ასახელებს. გამოკითხულთა დაახლოებით 33% კი ვიზიტის მთავარ მიზნად საყიდლებს ასახელებს. მხოლოდ 16%-მა დაასახელა პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობა საზღვარგარეთ წასვლის მთავარ მიზეზად. ასევე, რესპოდენტებმა ვიზიტის მიზნად დასახელეს ჯანმრთელობა, გაჯანსაღება და დასვენება, გართობა, რეკრეაცია და სხვა.

რაც შეეხება ხარჯვით კატეგორიას, საქსტატის მონაცემების მიხედვით, საზღვარგარეთ ვიზიტისას საქართველოს რეზიდენტები ყველაზე მეტს საკვებსა და სასმელზე ხარჯავენ. საშუალო თვიური ხარჯი ამ კატეგორიაზე დაახლოებით 40 მილიონ ლარს აღწევს. შემდეგ მოდის საყიდლები, დაახლოებით 30 მილიონი ლარით და განთავსება და დაბინავება 18 მილიონი ლარის ხარჯით. ამ კატეგორიაში ასევე მოხვდა ხარჯები გაწეული გასართობ და სპორტულ ღონისძიებებზე, გართობაზე, ადგილობრივი  ტრანსპორტის ხარჯი და სხვა.

უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან ასაცილებლად, საქსტატს გადამყვანი ტურიზმის სტატისტიკური გამოკვლევების საველე სამუშაოები დროებით შეჩერებული აქვს  და ზოგიერთი მონაცემი ეყრდნობა 2020 წლის სტატისტიკას.

დატოვე კომენტარი

1 კომენტარი

  1. With thanks. Excellent stuff.
    casino en ligne francais
    With thanks, I like this!
    casino en ligne
    Seriously a lot of useful advice.
    meilleur casino en ligne
    Point very well regarded..
    casino en ligne fiable
    Helpful data, Thanks!
    casino en ligne France
    Amazing lots of beneficial information!
    casino en ligne francais
    Useful advice Thanks.
    casino en ligne
    This is nicely said! .
    casino en ligne fiable
    You suggested it exceptionally well!
    casino en ligne
    Whoa a good deal of excellent info!
    casino en ligne

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *